საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პოლონეთში გაეცნენ

© Georgian National Tourism Administrationსაქართველო ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე International Tourism Fair Wroclaw
საქართველო ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე International Tourism Fair Wroclaw - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2024
გამოწერა
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში International Tourism Fair Wroclaw მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვროცლავში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყვნენ ქართული კერძო კომპანიები. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მიეღოთ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ.
„ვროცლავის გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, რომლის მიზანი პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობა და ტურების დაგეგმვა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონური კომპანიები საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით დაინტერესდნენ.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 13 ათასამდე ვიზიტორი ესწრებოდა - გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0