https://sputnik-georgia.com/20240402/samxedro-piri-daakaves-287130977.html
თანხის წაგების შემდეგ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: სამხედრო პირი დააკავეს
თანხის წაგების შემდეგ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: სამხედრო პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T15:41+0400
2024-04-02T15:41+0400
2024-04-02T15:41+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მუქარის ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების ცნობით, 2024 წლის თებერვალში ბრალდებული, აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.„გარდა ამისა, მიმდინარე წლის მარტში საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებული მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით", - ნათქვამის განცხადებაში.უწყებამ გამოძიება დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც მამაკაცი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
თანხის წაგების შემდეგ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: სამხედრო პირი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მუქარის ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 2024 წლის თებერვალში ბრალდებული, აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„გარდა ამისა, მიმდინარე წლის მარტში საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებული მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით", - ნათქვამის განცხადებაში.
უწყებამ გამოძიება დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც მამაკაცი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.