რამ გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის შეფერხება? უწყების განმარტება

© Courtesy of Roads Department of Georgiaსარემო ტო სამუშაოები
სარემო ტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2024
გამოწერა
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება) დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხიდის კონსტრუქცია იყო დაზიანებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 21 მარტს გაავრცელა. აღნიშნული ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, ლითონის მალის ნაშენზე დამონტაჟებულია რკინაბეტონის ფილები და მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი.
„შესაბამისად, პერიოდულად ზიანდება ფილა, რაც შემდგომ საჭიროებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, 31 მარტს აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება.
„გუშინ, ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშახელი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში
როგორც დეპარტამენტში განმარტეს, ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0