https://sputnik-georgia.com/20240402/matilda-gvarliani-modelscom-top-50-models-shoris-moxvda-287131771.html
მატილდა გვარლიანი Models.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელს შორის მოხვდა
მატილდა გვარლიანი Models.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელს შორის მოხვდა
Sputnik საქართველო
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T16:12+0400
2024-04-02T16:12+0400
2024-04-02T12:54+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279042861_0:96:1131:732_1920x0_80_0_0_883ea4658101480197d8c0ee2dcd5062.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.საერთაშორისო პლატფორმა განახლებულ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. სიაში ხვდებიან ის ახალგაზრდა ტოპ-მოდელები, რომლებმაც ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების ყურადღება მიიქციეს და აქვთ შანსი მომავალი სუპერმოდელები გახდნენ.2022 წელს აღნიშნულ პლატფორმაზე მატილდა წლის სახედ დასახელდა.ქართველმა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. ცოტა ხნის წინ ის შანელის სუნამოს ახალ კამპანიაში გამოჩნდა. იქამდე კი, 2022 წლის ოქტომბერში ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზე გამოვიდა. ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ის ჩვენებაც გახსნა. მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279042861_0:0:1131:849_1920x0_80_0_0_8b349e6ef8144bb91370276289d0d9b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
მატილდა გვარლიანი Models.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელს შორის მოხვდა
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
საერთაშორისო პლატფორმა განახლებულ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. სიაში ხვდებიან ის ახალგაზრდა ტოპ-მოდელები, რომლებმაც ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების ყურადღება მიიქციეს და აქვთ შანსი მომავალი სუპერმოდელები გახდნენ.
2022 წელს აღნიშნულ პლატფორმაზე მატილდა წლის სახედ დასახელდა.
ქართველმა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. ცოტა ხნის წინ ის შანელის სუნამოს ახალ კამპანიაში გამოჩნდა. იქამდე კი, 2022 წლის ოქტომბერში ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზე გამოვიდა. ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ის ჩვენებაც გახსნა.
მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.