https://sputnik-georgia.com/20240402/erovnuli-banki-moqalaqeebs-taglitobaze-aprtxilebs-287133640.html
სესხის გააქტიურება, თანხის გადარიცხვა: ეროვნული ბანკი მომხმარებლებს თაღლითობაზე აფრთხილებს
სესხის გააქტიურება, თანხის გადარიცხვა: ეროვნული ბანკი მომხმარებლებს თაღლითობაზე აფრთხილებს
Sputnik საქართველო
უწყება მომხმარებელს მოუწოდებს, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები. 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T18:17+0400
2024-04-02T18:17+0400
2024-04-02T18:17+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის AnyDesk) გამოყენებით ხორციელდება.დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.უწყების ცნობით, თაღლითები მომხმარებლებს სხვადასხვა მეთოდით (მათ შორის, სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით) უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაცები კი მათ ელექტრონული მოწყობილობების, ასევე სხვადასხვააპლიკაციების (მობილური ბანკის, ე.წ. SMS შეტყობინებების და ა.შ.) დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას.პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სესხის გააქტიურება, თანხის გადარიცხვა: ეროვნული ბანკი მომხმარებლებს თაღლითობაზე აფრთხილებს
უწყება მომხმარებელს მოუწოდებს, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის AnyDesk) გამოყენებით ხორციელდება.
დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.
უწყების ცნობით, თაღლითები მომხმარებლებს სხვადასხვა მეთოდით (მათ შორის, სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით) უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაცები კი მათ ელექტრონული მოწყობილობების, ასევე სხვადასხვააპლიკაციების (მობილური ბანკის, ე.წ. SMS შეტყობინებების და ა.შ.) დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას.
პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.