https://sputnik-georgia.com/20240402/engurhesma-mushaoba-shewyvita-287133458.html
„ენგურჰესმა“ მუშაობა შეწყვიტა
„ენგურჰესმა“ მუშაობა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა. 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T17:44+0400
2024-04-02T17:44+0400
2024-04-02T17:44+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027564_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_b8e595c0bdc565be722557d0065b438d.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს უდიდესმა ჰიდროელექტროსადგურმა „ენგურჰესმა" 2 აპრილიდან მუშაობა რამდენიმე დღით, სავარაუდოდ, 10 აპრილამდე შეწყვიტა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ჰესის მუშაობის შეჩერების მიზეზად სადერივაციო გვირაბის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დასახელდა.გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ „ენგურჰესი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის", განაცხადეს კომპანიაში.„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027564_609:0:3340:2048_1920x0_80_0_0_44db0f6e1d1258634135c5ff3c391a2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
„ენგურჰესმა“ მუშაობა შეწყვიტა
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს უდიდესმა ჰიდროელექტროსადგურმა „ენგურჰესმა" 2 აპრილიდან მუშაობა რამდენიმე დღით, სავარაუდოდ, 10 აპრილამდე შეწყვიტა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰესის მუშაობის შეჩერების მიზეზად სადერივაციო გვირაბის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დასახელდა.
„სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა „ენგურჰესის" რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს", - ნათქვამია განცხადებაში.
გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ „ენგურჰესი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის", განაცხადეს კომპანიაში.
„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.