https://sputnik-georgia.com/20240402/2-aprili-autizmis-cnobadobis-amaglebis-msoplio-dge-287129538.html
2 აპრილი — აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
2 აპრილი — აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. ეს დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის... 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T12:58+0400
2024-04-02T12:58+0400
2024-04-02T14:09+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23091/51/230915174_0:9:1200:684_1920x0_80_0_0_6d8cabb805dea997965fa704f9094903.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. ეს დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დადგინდა, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება აუტისტი ბავშვების რაოდენობის ზრდის გამო.აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.აშშ–ის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევა მსოფლიოში 68–დან ერთ ბავშვში გვხვდება.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტი ბავშვების რაოდენობა წელიწადში 13%-ით იზრდება.აუტიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა დღემდე მიმდინარეობს. ძირითად მიზეზებად სახელდება გენეტიკა და ეკოლოგია, ანუ მემკვიდრეობითობა და გარემოს გავლენა.აუტიზმის ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკასა და გამოკვლევებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური კორექციის ინდივიდუალური პროგრამები.ნეირომრავალფეროვნების იდეა ეწინააღმდეგება მაპათოლოგიზირებელ მოდელს. ამ იდეის მხარდამჭერების აზრით, აუტისტები ავადმყოფები კი არ არიან, არამედ სხვაგვარად არიან მოწყობილები. მათ ტვინს სხვა ფარული მექანიზმები აქვს და სხვაგვარად ფიქრობენ.ავსტრიელმა და იტალიელმა ფსიქოლოგებმა უარყვეს გავრცელებული მითი აუტისტების ამორალობასა და ასოციალურობაზე. ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მატარებლები არ არიან სოციოპათები და ასოციალურები. მეცნიერების აზრით, პირიქით, აუტისტები ხშირად ავლენენ ემპათიას, საკუთარ თავს სხვა ადამიანების ადგილზე აყენებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, ტკივილი და ზიანი არ მიაყენონ სხვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23091/51/230915174_140:0:1061:691_1920x0_80_0_0_a26db1c49a06f6cdd2dca50578ab4cd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. ეს დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დადგინდა, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება აუტისტი ბავშვების რაოდენობის ზრდის გამო.
აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.
აუტისტი ბავშვების ქცევა ხასიათდება მკაცრი სტერეოტიპულობით — დაწყებული ელემენტარული მოძრაობების მრავალჯერადი გამეორებით (ხელების ქნევა თუ ადგილზე ხტომა), დასრულებული რთული რიტუალებით, ხშირად სულაც დესტრუქციით (აგრესია, თვითდაზიანება, ყვირილი, ნეგატივიზმი).
აშშ–ის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევა მსოფლიოში 68–დან ერთ ბავშვში გვხვდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტი ბავშვების რაოდენობა წელიწადში 13%-ით იზრდება.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა დღემდე მიმდინარეობს. ძირითად მიზეზებად სახელდება გენეტიკა და ეკოლოგია, ანუ მემკვიდრეობითობა და გარემოს გავლენა.
აუტიზმის ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკასა და გამოკვლევებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური კორექციის ინდივიდუალური პროგრამები.
ნეირომრავალფეროვნების იდეა ეწინააღმდეგება მაპათოლოგიზირებელ მოდელს. ამ იდეის მხარდამჭერების აზრით, აუტისტები ავადმყოფები კი არ არიან, არამედ სხვაგვარად არიან მოწყობილები. მათ ტვინს სხვა ფარული მექანიზმები აქვს და სხვაგვარად ფიქრობენ.
ავსტრიელმა და იტალიელმა ფსიქოლოგებმა უარყვეს გავრცელებული მითი აუტისტების ამორალობასა და ასოციალურობაზე. ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მატარებლები არ არიან სოციოპათები და ასოციალურები. მეცნიერების აზრით, პირიქით, აუტისტები ხშირად ავლენენ ემპათიას, საკუთარ თავს სხვა ადამიანების ადგილზე აყენებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, ტკივილი და ზიანი არ მიაყენონ სხვას.