https://sputnik-georgia.com/20240401/taqsis-licenziis-gaaqtiurebis-vada-amoiwura-287110829.html
ტაქსის ლიცენზიის გააქტიურების ვადა ამოიწურა
ტაქსის ლიცენზიის გააქტიურების ვადა ამოიწურა
Sputnik საქართველო
გასული წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი. 01.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-01T11:00+0400
2024-04-01T11:00+0400
2024-04-01T11:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/61/247156182_0:85:3000:1773_1920x0_80_0_0_4eb0353bd6cbd590d12223034a8b7fd0.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. დღეიდან, 1 აპრილიდან გაუაქტიურებელი ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.ამ დროისთვის მთლიანობაში გაცემულია 35 ათასზე მეტი A კატეგორიის ნებართვა, თუმცა, მარტის დასაწყისისთვის 21 ათასამდე ნებართვა გაუაქტიურებელი იყო.მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის უპირატესობებს შორისაა: უფასო პარკირების ადგილები, მგზავრების ქუჩიდან და ბასლაინიდან აყვანის უფლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილების უფლება (მხოლოდ ავტომობილებისთვის, რომელთა ასაკი ათ წელს არ აჭარბებს).თბილისში სულ დარეგისტრირებულია 1,6 მლ-ზე მეტი ავტომობილი.ტაქსის რეფორმატაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/61/247156182_262:0:2739:1858_1920x0_80_0_0_4ceacc871945575d2c377fc294789558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ტაქსის ლიცენზიის გააქტიურების ვადა ამოიწურა
გასული წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. დღეიდან, 1 აპრილიდან გაუაქტიურებელი ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
ამ დროისთვის მთლიანობაში გაცემულია 35 ათასზე მეტი A კატეგორიის ნებართვა, თუმცა, მარტის დასაწყისისთვის 21 ათასამდე ნებართვა გაუაქტიურებელი იყო.
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.
A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის უპირატესობებს შორისაა: უფასო პარკირების ადგილები, მგზავრების ქუჩიდან და ბასლაინიდან აყვანის უფლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილების უფლება (მხოლოდ ავტომობილებისთვის, რომელთა ასაკი ათ წელს არ აჭარბებს).
თბილისში სულ დარეგისტრირებულია 1,6 მლ-ზე მეტი ავტომობილი.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.