https://sputnik-georgia.com/20240401/qartveli-fexburtelebis-satransfero-girebuleba-10-mln-evromde-gaizarda-287118862.html
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას მნიშვნელოვანი სხვაობით ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს 01.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-01T14:39+0400
2024-04-01T14:39+0400
2024-04-01T14:39+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/10/284998284_0:326:1639:1248_1920x0_80_0_0_1ddefd05db7aebf9e8e486a1b4991075.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ევრო 2024-ზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 150,2 მილიონ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები ცნობილმა გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მანამდე კი ეროვნულმა გუნდმა ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდს ანგარიშით 2:0 სძლია.ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას მნიშვნელოვანი სხვაობით იტალიური „ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია უდგას სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 85-დან 80 მილიონ ევრომდე შემცირდა.ესპანური კლუბ „ვალენსიის" მეკარის გიორგი მამარდაშვილის ფასი კი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო გახდა.საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო.2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო.3. გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 9 მილიონი ევრო.4. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო.5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/10/284998284_0:339:1639:1568_1920x0_80_0_0_14d151864d9f946a19cf0d4d4d60d1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას მნიშვნელოვანი სხვაობით ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ევრო 2024-ზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 150,2 მილიონ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები ცნობილმა გერმანულმა პორტალმა
Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მანამდე კი ეროვნულმა გუნდმა ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდს ანგარიშით 2:0 სძლია.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას მნიშვნელოვანი სხვაობით იტალიური „ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია უდგას სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 85-დან 80 მილიონ ევრომდე შემცირდა.
ესპანური კლუბ „ვალენსიის" მეკარის გიორგი მამარდაშვილის ფასი კი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო გახდა.
საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:
1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო.
2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო.
3. გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 9 მილიონი ევრო.
4. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო.
5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.