https://sputnik-georgia.com/20240401/mdinaradze-lgbt-propagandis-mxardasacherad-didi-puli-shemodis-287111477.html
მდინარაძე: სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი ფული შემოდის
მდინარაძე: სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი ფული შემოდის
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და... 01.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-01T11:52+0400
2024-04-01T11:52+0400
2024-04-01T11:52+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044859_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a570019bf72824b68dc2ec20c2bd16cd.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სასამართლო სისტემასთან საბრძოლველად და ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად საქართველოში დიდი ფული შემოდის, თუმცა ამ თანხების მიმღები პირები მის მიზნობრიობას მალავენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.მანამდე ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დიდი ფული შემოდის რადიკალიზმისა და დესტრუქციული ქმედებებისთვის, რათა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალონ საკანონმდებლო დონეზე ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაში. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქვეყნისა და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია.მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები და მათი უცხოელი პატრონები მიხვდნენ, რომ არაფერი გამოსდით და ახლა ფულზე გააკეთეს აქცენტი.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ 5-6%, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ გამოიყო.„ზოგიერთები ამბობენ, გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არა ლგბტ-პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება", - განაცხადა მდინარაძემ.ის, რომ „მთავარმა არხმა" გრანტი მიიღო, დაადასტურა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა - გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.„ვიცი, რომ გრანტი მოვიგეთ. ვიცი, რომ ეს გრანტი არანაირ პროპაგანდას არ ეხება. ეს არის დასავლური ფონდის ჩვეულებრივი გრანტი. ფონდი ეხმარება კრიტიკულ მედიას", - განაცხადა გვარამიამ „იმედის" ეთერში.„ეს ტელევიზია ვიღაცის პროპაგანდისთვის არ მუშაობს“, - განაცხადა „მთავარი არხის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ნინო ნაკაშიძემ და დასძინა, რომ ტელეკომპანიას სხვა პრობლემები აქვს - მას გრანტები სჭირდება „მაღალი ხარისხის მედიაკონტენტის შესაქმნელად“.„უცხოური აგენტების" შესახებ კანონის ჩავარდნის გამოძახილიმმართველ პარტიაში ნიკა გვარამიას და ნინო ნაკაშიძის სიტყვების არ სჯერათ.მდინარაძის თქმით, სწორედ გრანტების რეალური მიზნების დამალვის მიზნით გასულ წელს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავედ შეეწინააღმდეგნენ „გარე გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას. მათ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგს რუსული კანონი უწოდეს. მაშინ ხელისუფლება შეეცადა დაემტკიცებინა, რომ კანონის ქართული ვერსია ბევრად უფრო ლოიალური იყო, ვიდრე ამერიკული კანონი - მისი დარღვევა არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის სასჯელს, თუმცა, ოპონენტები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და მხოლოდ არის სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის მცდელობა. ხელისუფლება ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმაც კი გააკრიტიკა.2023 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის მცდელობა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და არეულობების გამო ჩაიშალა.აშკარა პრობლემალგბტ-პროპაგანდა დღეს უკვე არის პრობლემა და იგი ყველა ზღვარს გასცდა, განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა.„10 წლის წინ ჩვენმა გუნდმა მიიღო, ერთი მხრივ, ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ კი წარვადგინეთ ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, 10 წლის წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე ინიცირებული იყო კონსტიტუციაში ქორწინების ცნების დაზუსტება - რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ვინ წარმოიდგენდა იმას, რაც ახლა ევროპაში ხდება.ღარიბაშვილის თქმით, ათი წლის წინ ეს თემა საერთოდ არ იყო აქტუალური და დასავლეთის წარმომადგენლებს ჰქონდათ კითხვები ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობაზე. მაშინ დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რა საჭიროა ქორწინების განსაზღვრა, ისედაც გარკვეულია.„არაფერი არ არის გარკვეული. ის, რომ დღეს რაღაც არის გარკვეული, ხვალ, შესაძლოა, შეიცვალოს. ამიტომ საჭიროა ჩვენი ინტერესების დაცვა. ნუ გერიდებათ ამაზე საუბარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.მან სინანულით აღნიშნა, რომ ევროპაში ერთსქესიანთა ქორწინება თითქმის ორგანიზებულად იქნა დამტკიცებული საკანონმდებლო დონეზე და აშშ-ში ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე დააწესეს.აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მარტი, დღე, როდესაც წელს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა.„ქართულმა ოცნებამ" ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლისა და ქვეყანაში მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. მმართველი პარტიის განმარტებით, ინიციატივა მიმართულია ფსევდოლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, საქართველოში ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად.ცვლილებების შეტანა იგეგმება ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში. მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს. „ქართული ოცნება“ დარჩენილი კანონების მიღებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044859_102:0:1241:854_1920x0_80_0_0_ea67a497f257b77e67177c41053978f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
მდინარაძე: სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი ფული შემოდის
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სასამართლო სისტემასთან საბრძოლველად და ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად საქართველოში დიდი ფული შემოდის, თუმცა ამ თანხების მიმღები პირები მის მიზნობრიობას მალავენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დიდი ფული შემოდის რადიკალიზმისა და დესტრუქციული ქმედებებისთვის, რათა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალონ საკანონმდებლო დონეზე ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაში. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქვეყნისა და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია.
„ბოლო დღეებში ვიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ისე ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ შემოდის ქვეყანაში ძალიან დიდი ფული", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები და მათი უცხოელი პატრონები მიხვდნენ, რომ არაფერი გამოსდით და ახლა ფულზე გააკეთეს აქცენტი.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ 5-6%, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ გამოიყო.
„ზოგიერთები ამბობენ, გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არა ლგბტ-პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება", - განაცხადა მდინარაძემ.
ის, რომ „მთავარმა არხმა" გრანტი მიიღო, დაადასტურა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა - გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
„ვიცი, რომ გრანტი მოვიგეთ. ვიცი, რომ ეს გრანტი არანაირ პროპაგანდას არ ეხება. ეს არის დასავლური ფონდის ჩვეულებრივი გრანტი. ფონდი ეხმარება კრიტიკულ მედიას", - განაცხადა გვარამიამ „იმედის" ეთერში.
„ეს ტელევიზია ვიღაცის პროპაგანდისთვის არ მუშაობს“, - განაცხადა „მთავარი არხის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ნინო ნაკაშიძემ და დასძინა, რომ ტელეკომპანიას სხვა პრობლემები აქვს - მას გრანტები სჭირდება „მაღალი ხარისხის მედიაკონტენტის შესაქმნელად“.
„უცხოური აგენტების" შესახებ კანონის ჩავარდნის გამოძახილი
მმართველ პარტიაში ნიკა გვარამიას და ნინო ნაკაშიძის სიტყვების არ სჯერათ.
მდინარაძის თქმით, სწორედ გრანტების რეალური მიზნების დამალვის მიზნით გასულ წელს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მწვავედ შეეწინააღმდეგნენ „გარე გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას. მათ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგს რუსული კანონი უწოდეს.
მაშინ ხელისუფლება შეეცადა დაემტკიცებინა, რომ კანონის ქართული ვერსია ბევრად უფრო ლოიალური იყო, ვიდრე ამერიკული კანონი - მისი დარღვევა არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის სასჯელს, თუმცა, ოპონენტები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და მხოლოდ არის სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის მცდელობა. ხელისუფლება ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმაც კი გააკრიტიკა.
2023 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის მცდელობა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და არეულობების გამო ჩაიშალა.
ლგბტ-პროპაგანდა დღეს უკვე არის პრობლემა და იგი ყველა ზღვარს გასცდა, განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა.
„10 წლის წინ ჩვენმა გუნდმა მიიღო, ერთი მხრივ, ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ კი წარვადგინეთ ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 10 წლის წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე ინიცირებული იყო კონსტიტუციაში ქორწინების ცნების დაზუსტება - რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ვინ წარმოიდგენდა იმას, რაც ახლა ევროპაში ხდება.
ღარიბაშვილის თქმით, ათი წლის წინ ეს თემა საერთოდ არ იყო აქტუალური და დასავლეთის წარმომადგენლებს ჰქონდათ კითხვები ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობაზე. მაშინ დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რა საჭიროა ქორწინების განსაზღვრა, ისედაც გარკვეულია.
„არაფერი არ არის გარკვეული. ის, რომ დღეს რაღაც არის გარკვეული, ხვალ, შესაძლოა, შეიცვალოს. ამიტომ საჭიროა ჩვენი ინტერესების დაცვა. ნუ გერიდებათ ამაზე საუბარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მან სინანულით აღნიშნა, რომ ევროპაში ერთსქესიანთა ქორწინება თითქმის ორგანიზებულად იქნა დამტკიცებული საკანონმდებლო დონეზე და აშშ-ში ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე დააწესეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მარტი, დღე, როდესაც წელს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა.
„კატასტროფა ხდება. სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან ბავშვებს, რომ შეუძლიათ სქესი შეიცვალონ. თქვენ მოგწონთ ეს?... ამიტომაც აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. ეს თემა უნდა დაიხუროს საზოგადოებაში. ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლისა და ქვეყანაში მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. მმართველი პარტიის განმარტებით, ინიციატივა მიმართულია ფსევდოლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, საქართველოში ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად.
ცვლილებების შეტანა იგეგმება ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში. მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს. „ქართული ოცნება“ დარჩენილი კანონების მიღებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს.