ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2024
გამოწერა
პარტიის ლიდერის თქმით, ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება „ქართულ ოცნებასა" და „ანტიეროვნულ მტრულ ძალებს" შორის
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მაქსიმალურად მოახდენს ძალების მობილიზებას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. ლიდერობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნებ მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს აქტივს და 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, უნდა იზეიმოს ძლიერი, ისტორიული გამარჯვება... ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი: მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ან „ანტიეროვნულ მტრულ ძალებს“.
„მაგალითად, მელიას თუ გვარამიას და ამ არარაობების გაერთიანება, იმავე „ლელოს“, ნაცების“ აქტივობა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ისევ ერთი პარტიის, ამ ბოროტი, მტრული ძალის განშტოებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
ყველა ახალი ამბავი
0