https://sputnik-georgia.com/20240331/sashvilosnos-kelis-kibos-axali-metodit-gamoikvleven-287105980.html
საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი მეთოდით გამოიკვლევენ
საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი მეთოდით გამოიკვლევენ
Sputnik საქართველო
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. 31.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-31T18:00+0400
2024-03-31T18:00+0400
2024-04-01T15:01+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249714766_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_224e7b150ae3704f2ea52c7390815989.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ წარმატებით დაიწყო.მისი თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.მოდელის ცვლილებას წინ უძღოდა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე. ახალი მოდელის მიხედვით, 25-დან 29 წლამდე ქალებში ისევ ტარდება ციტოლოგიური კვლევა ( პაპ-ტესტი), ხოლო 30-დან 60 წლის ქალებში Hr-HPV დნმ ტესტი. საქართველოში 9-14 წლის გოგონების პაპილომავირუსიის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 2017 წლიდან დაიწყო. იმუნოლოგები აცხადებენ, რომ პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრა, რომელიც გოგონებმა ამ ასაკში უნდა გაიკეთონ, საუკეთესო პრევენციული ზომაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.საქართველოში ყოველწლიურად 200-მდე ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249714766_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_55e6217db75fc5269d5df19f6b9cf4a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი მეთოდით გამოიკვლევენ
18:00 31.03.2024 (განახლებულია: 15:01 01.04.2024) საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ წარმატებით დაიწყო.
„ეროვნული სკრინინგ-ცენტრი კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ახალი მოდელის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტთან კომუნიკაციას და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ საკითხებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული Hr-HPV დნმ ტესტირების დადებითი პასუხების შემთხვევაში“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.
მისი თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.
მოდელის ცვლილებას წინ უძღოდა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე.
ახალი მოდელის მიხედვით, 25-დან 29 წლამდე ქალებში ისევ ტარდება ციტოლოგიური კვლევა ( პაპ-ტესტი), ხოლო 30-დან 60 წლის ქალებში Hr-HPV დნმ ტესტი.
საქართველოში 9-14 წლის გოგონების პაპილომავირუსიის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 2017 წლიდან დაიწყო. იმუნოლოგები აცხადებენ, რომ პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრა, რომელიც გოგონებმა ამ ასაკში უნდა გაიკეთონ, საუკეთესო პრევენციული ზომაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.
საქართველოში ყოველწლიურად 200-მდე ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.