https://sputnik-georgia.com/20240331/reperendumi-da-zviad-gamsaxurdias-dabadebis-dge-287104821.html
რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე - პაპუაშვილმა მოსახლეობას მიულოცა
რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე - პაპუაშვილმა მოსახლეობას მიულოცა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 31.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-31T18:41+0400
2024-03-31T18:41+0400
2024-03-31T18:41+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23542/50/235425047_0:231:2821:1818_1920x0_80_0_0_25849b2a60cef2d893775aae7809c0c4.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მორიგი წლისთავი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მიულოცა, რომელსაც 85 წელი შეუსრულდებოდა.ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ამავე დღეს 1991 წელს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, დღეს საქართველო ზეიმობს სრულიად სახალხო ძალის მქონე აქტის 33 წლისთავს, რომელიც გვახსენებს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის.ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში.1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა. 2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.პირველი პრეზიდენტის ოჯახს გამსახურდიას თვითმკვლელობის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ის საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს.გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები ეჭვის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აყენებდნენ. 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობდა.2011 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, გამსახურდიას გარდაცვალების საქმეში ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იარაღი, რომლითაც თითქოს თავი მოიკლა გამსახურდიამ, ისევე როგორც ტყვია და ვაზნა, დღემდე არ არის აღმოჩენილი, ოთახში კი სისხლის კვალი არ ყოფილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23542/50/235425047_46:0:2777:2048_1920x0_80_0_0_8e2af6e0990e2ab355fb15d7a6aa22ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე - პაპუაშვილმა მოსახლეობას მიულოცა
დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მორიგი წლისთავი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მიულოცა, რომელსაც 85 წელი შეუსრულდებოდა.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ამავე დღეს 1991 წელს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
„სიმბოლურია, რომ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს თანხმობა იურიდიულად გააფორმა რეფერენდუმის ძალით. ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ორი თარიღი, რომელთაგან ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას უკავშირდება”, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, დღეს საქართველო ზეიმობს სრულიად სახალხო ძალის მქონე აქტის 33 წლისთავს, რომელიც გვახსენებს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის.
„ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, ისევე როგორც თავად თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით”, -დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში.
1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.
1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.
2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.
პირველი პრეზიდენტის ოჯახს გამსახურდიას თვითმკვლელობის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ის საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს.
გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები ეჭვის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აყენებდნენ. 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობდა.
2011 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, გამსახურდიას გარდაცვალების საქმეში ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იარაღი, რომლითაც თითქოს თავი მოიკლა გამსახურდიამ, ისევე როგორც ტყვია და ვაზნა, დღემდე არ არის აღმოჩენილი, ოთახში კი სისხლის კვალი არ ყოფილა.