https://sputnik-georgia.com/20240331/garibashvili-lgbt-propaganda-aris-zgvargadasuli-287107526.html
ღარიბაშვილი: ლგბტ-პროპაგანდა არის ზღვარგადასული
ღარიბაშვილი: ლგბტ-პროპაგანდა არის ზღვარგადასული
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და... 31.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-31T21:45+0400
2024-03-31T21:45+0400
2024-03-31T21:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
კანონმდებლობა
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286045226_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_97a57e7b73274b4b2e89e374e1a4646c.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდა არის ზღვარგადასული, ჩვენ თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ და უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს იგეგმება რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა.მისი თქმით, 10 წლის წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ", ერთის მხრივ, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ წარადგინა ინიციატივა, რათა კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია, რაც მოგვიანებით მოხდა. როგორც ადრე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის და ყოველივე ამის პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში.საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286045226_61:0:1200:854_1920x0_80_0_0_bba6b97d44841bef20dc20dd1b64aafd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კანონმდებლობა, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კანონმდებლობა, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
ღარიბაშვილი: ლგბტ-პროპაგანდა არის ზღვარგადასული
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდა არის ზღვარგადასული, ჩვენ თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ და უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს იგეგმება რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა.
„ლგბტ-პროპაგანდა დღეს პრობლემაა... აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. ეს თემა უნდა დაიხუროს საზოგადოებაში. ეს არის საფრთხისშემცველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლება, მაგრამ უნდა დავაზღვიოთ გარკვეული რისკები, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 10 წლის წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ", ერთის მხრივ, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ წარადგინა ინიციატივა, რათა კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია, რაც მოგვიანებით მოხდა.
როგორც ადრე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის და ყოველივე ამის პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:
1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.