https://sputnik-georgia.com/20240330/saqartvelos-prezidenti-ucxoetsi-meti-saarcevno-ubnis-gaxsnas-itxovs-287096072.html
საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნით არ არის დაინტერესებული 30.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-30T10:50+0400
2024-03-30T10:50+0400
2024-03-30T10:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/09/251421278_0:49:1755:1036_1920x0_80_0_0_5e45c2c2bee5d3db811f1b3a3dcadbf0.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობას 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე არანაირი პასუხი არ გაუცია, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დეტალურად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით და სიცრუე უწოდა მტკიცებას, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება გაიხსნას. მისი თქმით, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც ითვალისწინებს მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიულ მახასიათებლებს, მის მიერ დადგენილ წესებს და სხვა საკითხებს.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კანონზე, რომლის თანახმადაც უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და თუ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ საარჩევნო უბნის გახსნა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაში დაიმე პრობლემას ვერ ხედავს.„კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს (უბნების გახსნა - რედ.) მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. ლიდერობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.არჩევნების თემასთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი. ოპოზიცია ითხოვს მაქსიმალური რაოდენობის უბნების გახსნას, რათა ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქემ შეძლოს.გადაწყვეტილებას, სად უნდა გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და სად არა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მას შემდეგ იღებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მონაცემებს გაუგზავნის.იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში. ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა. შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნაც. პროცედურა სრულიად უფასოა.2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე 33.418 საქართველოს მოქალაქეა. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთის შემდეგ, ლიდერობენ გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/09/251421278_153:0:1600:1085_1920x0_80_0_0_727ecccc14310c0187a808f6d3fb19fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვს
ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნით არ არის დაინტერესებული
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობას 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე არანაირი პასუხი არ გაუცია, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დეტალურად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით და სიცრუე უწოდა მტკიცებას, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება გაიხსნას. მისი თქმით, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც ითვალისწინებს მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიულ მახასიათებლებს, მის მიერ დადგენილ წესებს და სხვა საკითხებს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კანონზე, რომლის თანახმადაც უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და თუ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ საარჩევნო უბნის გახსნა.
„კანონი არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ "არა, შეუძლებელია", ხან "რესურსები არ გვაქვს", ხან "ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო". ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს.- განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაში დაიმე პრობლემას ვერ ხედავს.
„კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს (უბნების გახსნა - რედ.) მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. ლიდერობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
არჩევნების თემასთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი. ოპოზიცია ითხოვს მაქსიმალური რაოდენობის უბნების გახსნას, რათა ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქემ შეძლოს.
გადაწყვეტილებას, სად უნდა გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და სად არა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მას შემდეგ იღებს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მონაცემებს გაუგზავნის.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში. ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა. შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნაც. პროცედურა სრულიად უფასოა.
2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).
ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე 33.418 საქართველოს მოქალაქეა. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთის შემდეგ, ლიდერობენ გერმანია, იტალია და საფრანგეთი.