https://sputnik-georgia.com/20240330/saqartvelos-ekonomika-kvlav-izrdeba-tebervlis-statistika-287100113.html
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – თებერვლის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – თებერვლის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის თებერვალში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სფეროებმა 30.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-30T18:27+0400
2024-03-30T18:27+0400
2024-03-30T18:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279600319_0:81:2730:1617_1920x0_80_0_0_8c7b0dbd621ba4b803a83e24aadb36e2.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, ტრანსპორტის და სასაწყობო მეურნეობების დარგებმა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკაში.რა გაიზარდა და რამდენით2024 წლის იანვარ-თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7,7% შეადგინა.2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 2%-ით, იმპორტი – 4,4%-ით.გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,2 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 5,8%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც განპირობებულია უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციების შემცირებით.შავიშვილის თქმით, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიული მრეწველობით, კერძოდ ლითონების წარმოების ზრდით, ასევე სასმელების წარმოების ზრდით.2024 წლის თებერვალში ფეროსილიკატმანგანუმის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით, ყურძნის ღვინის - 60%-ით და მინერალური წყლების - 38%-ით გაიზარდა.სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან - ესაა გზები, ავტობანები და საინჟინრო გამანაწილებელი ობიექტები.2024 წლის თებერვალში სამშენებლო მასალების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით, ცემენტისა და კლინკერის იმპორტი კი 19%-ით გაიზარდა.მაგრამ ტრანსპორტისა და სასაწყობო სფეროში ზრდა განპირობებულია ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ზრდით, მათ შორის საჰაერო გზით. პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის ზრდა უკავშირდება სარეკლამო სააგენტოებისა და არქიტექტურული ბიუროების გაზრდილ ბრუნვას.გარდა ამისა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სერვისების სფეროში გაწეული მომსახურების მოცულობის ზრდით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279600319_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_78ab206ac3f88fe4aa82848ba54f2133.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – თებერვლის სტატისტიკა
2024 წლის თებერვალში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სფეროებმა
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, ტრანსპორტის და სასაწყობო მეურნეობების დარგებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკაში.
2024 წლის იანვარ-თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7,7% შეადგინა.
2024 წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 2%-ით, იმპორტი – 4,4%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,2 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 5,8%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც განპირობებულია უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციების შემცირებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 12%-ით გაიზარდა და 11,4 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა ბრიფინგზე.
შავიშვილის თქმით, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიული მრეწველობით, კერძოდ ლითონების წარმოების ზრდით, ასევე სასმელების წარმოების ზრდით.
2024 წლის თებერვალში ფეროსილიკატმანგანუმის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით, ყურძნის ღვინის - 60%-ით და მინერალური წყლების - 38%-ით გაიზარდა.
სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან - ესაა გზები, ავტობანები და საინჟინრო გამანაწილებელი ობიექტები.
2024 წლის თებერვალში სამშენებლო მასალების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით, ცემენტისა და კლინკერის იმპორტი კი 19%-ით გაიზარდა.
მაგრამ ტრანსპორტისა და სასაწყობო სფეროში ზრდა განპირობებულია ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ზრდით, მათ შორის საჰაერო გზით. პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის ზრდა უკავშირდება სარეკლამო სააგენტოებისა და არქიტექტურული ბიუროების გაზრდილ ბრუნვას.
გარდა ამისა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სერვისების სფეროში გაწეული მომსახურების მოცულობის ზრდით.