მოსაზრება: რუმინეთში ნატოს ახალი „რამშტაინი“ „დაკარგულ“ უკრაინას ვერ შეცვლის

© AP Photo / Mindaugas Kulbis
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმსხვილესი ავიაბაზის რუმინეთში მშენებლობა საფრთხეს უქმნის ყველა შავიზღვისპირა სახელმწიფოს და მეტყველებს დასავლეთის გეგმების კრახზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიის პოლიტიკურ ათვისებასთანაა დაკავშირებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 მარტს გაკეთდა განცხადება აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს პროვოკაციულ აქტივობაზე.
გრძელდება ალიანსის უგუნური მზადება რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისათვის, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება, ფატალური აღმოჩნდეს ჩრდილი ამერიკისა და ევროპისათვის.
57-ე ავიაბაზის „მიხაილ კოგელნიჩანუ“ , რომელიც კონსტანცას მახლობლად მდებარეობს, მოდერნიზაციასა და გაფართოებაში რუმინეთის ხელმძღვანელობის ინვესტიცია 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს ბაზა იქნება ნატოს ჯარების მართვის ცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. შენდება ახალი მისადგომი გზები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ასაფრენი ბილიკები... საფუძველი ჩაეყარა ახალ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გათვლილია 10 ათასი სამხედროსა და მათ ოჯახებზე. ეს ავიაბაზა რუმინეთში 2040 წლისთვის იქნება უმსხვილესი ევროპაში, უფრო ზუსტად კი - ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე აშშ- ს სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობილი ბაზა „რამშტაინი“ (1400 ჰექტარზე) გერმანიაში.
კონსტანცაშივე არის ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების ბაზა, აგრეთვე უპილოტო ავიაციის ქვედანაყოფების, აშშ-ს არმიის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები - დაახლოებით 4000 ჯარისკაცი....
ნაოს გაფართოება და რუმინეთის მილიტარიზაცია გამოიყურება, როგორც მთელი შავი ზღვის რეგიონის მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის მცდელობა. ხოლო მოსაზღვრე ბულგარეთს, მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს ვაშინგტონისა და ბრიუსელის „სტრატეგიაში“ პაიკების როლი ერგებათ.
კიშინიოვი აგრეთვე აგრძელებს ნატოსთან პარტნიორობის განმტკიცებას.
რუმინეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ კონკრეტულ ნარატივს იმის შესახებ, რომ ზელენსკის რეჟიმის მიერ ოდესის დაკარგვა იქნება ის „წითელი ხაზი“, რომელსაც ნატო არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს. სავარაუდოდ, რუსეთთან საომრად ალიანსი წავა არა სრული შემადგენლობით, არამედ „მოხალისეთა კოალიციით“. და რუმინეთი აპირებს, იყოს ამ კოალიციის საძირკველი. მოლდოვა კი, ამ შემთხვევაში, აღმოჩნდება, პირდაპირი მნიშვნელობით, ორ ცეცხლს შუა. სიტუაცია ირიბად შეეხება შავი ზღვისპირა სხვა სახელმწიფოებსაც...

თვითმკვლელების კლუბი

მოსკოვის პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები უნდა გადაწყდეს გარე მოთამაშეების ჩარევის გარეშე, მითუმეტეს, ისეთი აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების, როგორიცაა ნატო.
ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა ამასწინად განმარტა: „ რაც უფრო დიდი იქნება ანტირუსული სამხედრო ბაზა, რაც უფრო ახლოს განლაგდება ჩვენს საზღვრებთან, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი ერთ-ერთი პირველი მიზანი იქნება ჩვენი საპასუხო დარტყმებისთვის. თუ რუმინენელბს მოეწონებათ, ეს მაგათი საქმეა, მაგრამ ნატოელი თვითმკვლელების კლუბი ჩვეულებრივ მოქალაქეებს ითრევს ისეთ ავანტურებში, რომელიც, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს მათი ოჯახებისა და შვილებისათვის... არავითარ სარგებელს რუმინეთი არ მიიღებს, აი, საფრთხეები კი უფრო მეტი შეექმნება, ფაქტია“.
კლიმოვმა ნატოს „თვითმკვლელების კლუბი“ უწოოდა, სადაც „რუმინეთს ამზადებენ ავანტურისთვის, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება“.
სერბული გაზეთი „პოლიტიკა“ რუმინეთს პირდაპირ აფრთხილებს: „ მსაფლიო ძალაუფლების გადანაწილების პირობებში, ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს „ორი სამყაროს“ მიჯნაზე, არიან პოტენციურად პირველი მსხვერპლები“. ასეა თუ ისე, აშშ-შიც კი ესმით, რომ წესებზე დაფუძნებული ბალანსი დამთავრდა. ახალი „რამშტაინების“ რაოდენობა გავლენას არ მოახდენს მრავალპოლარული სამყაროს განმტკიცებაზე, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0