https://sputnik-georgia.com/20240330/romel-platformaze-gaiyideba-biletebi-euto-2024-ze-fexburtis-federaciis-gancxadeba-287098182.html
რომელ პლატფორმაზე გაიყიდება ბილეთები EURO-2024-ზე: ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
რომელ პლატფორმაზე გაიყიდება ბილეთები EURO-2024-ზე: ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება, შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება, აღნიშნეს სფფ-ში 30.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-30T14:50+0400
2024-03-30T14:50+0400
2024-03-30T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0b/267359252_0:154:700:548_1920x0_80_0_0_7c2157805853dde0ad052eab0c806155.png
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების ნაწილი გაიყიდება პლატფორმებზე, დანარჩენს UEFA არეზერვებს პარტნიორებისა და სპონსორებისთვის.ეს მნიშვნელოვანიასაქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. მერვედფინალში გადის ჯგუფების ექვსი გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ექვსი გუნდი, ასევე ოთხი ნაკრები ექვსი მესამეადგილოსანი გუნდიდან. ეს ოთხი ნაკრები განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველია ქულების მეტი რაოდენობა.ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.საქართველო ევრო 2024-ზე პირველად გავიდა: ვის და როდის დაუპირისპირდება ეროვნული ნაკრები? >>ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0b/267359252_0:88:700:613_1920x0_80_0_0_ac6b9559720060a7489be25a04346972.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
რომელ პლატფორმაზე გაიყიდება ბილეთები EURO-2024-ზე: ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება, შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება, აღნიშნეს სფფ-ში
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
„უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება, შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება“, - ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.
მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების ნაწილი გაიყიდება პლატფორმებზე, დანარჩენს UEFA არეზერვებს პარტნიორებისა და სპონსორებისთვის.
საქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. მერვედფინალში გადის ჯგუფების ექვსი გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ექვსი გუნდი, ასევე ოთხი ნაკრები ექვსი მესამეადგილოსანი გუნდიდან. ეს ოთხი ნაკრები განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველია ქულების მეტი რაოდენობა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.