დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 მარტი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიმეტეორების ნაკადი
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 30 მარტია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მომენტებისგან საოცარი სასიამოვნო შეგრძნებები შეიძლება გაგიჩნდეთ. სერიოზული გეგმების დაწყობა არ ღირს, რადგან დიდია რისკი, სასურველი რეალობად აღიქვათ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის.
ვერძი: დღეს სულიერი ჰარმონიის დღეა. თქვენი შინაგანი „ბარომეტრი“ აჩვენებს, რომ „მზიანი“ ამინდია. საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. ეს განწყობა ყველაფერზე აისახება, რასაც ხელს მოკიდებთ. შესანიშნავი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. სურვილის შემთხვევაში, თქვენი მომხიბვლელობით ყველას „მოცელავთ“.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
კურო: თქვენი წარმატების გარანტი სიფრთხილეა. არ გამოირჩევით მოქნილობითა და სწრაფი რეაქციებით; არაა გამორიცხული, რომ ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ, გამოიყენოს თქვენი არაინფორმირებულობა, ან მოგატყუოთ. საჭიროა ყურადღებით ყოფნა და უარის თქმა საეჭვო სქემებში მონაწილეობაზე, რომლებსაც ირგვლივ მყოფები შემოგთავაზებენ.
ტყუპი: მშვენიერი, ჰარმონიითა და სიყვარულით აღსავსე დღე გელოდებათ. ამას იგრძნობთ, თუნდაც სიხარულის კონკრეტული საბაბი არ გქონდეთ. ვიღაცის ღიმილმა, მზერამ ნეტარების მეცხრე ცაზე შეიძლება აგიყვანოთ. მარტოხელებს აქვთ მომავალი სიყვარულის გაცნობის შანსი. ვინც უკვე შეყვარებულია, დრო აუცილებლად უნდა გაატაროს თავის გულისსწორთან.
კირჩხიბი: ახალ პროექტებს არ შეეჭიდოთ – დიდია ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი ცუდად განვითარდება. კარგი დღეა იმისთვის, რომ დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან, იშოპინგოთ. რაც შეეხება საქმეებს, სავარაუდოდ, დღეს არაფერი გამოგივათ. ყველაზე კარგია, არაფერი აკეთოთ და დატკბეთ ცხოვრებით.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
ლომი: დღეს შესანიშნავ ორატორულ ნიჭს გამოამჟღავნებთ. ადვილად დაარწმუნებთ გარშემომყოფებს თქვენს სიმართლეში. გექნებათ „გადამდები“ ენთუზიაზმი. თქვენი იდეები მიმზიდველი იქნება თავისი „ფანტასტიკურობით“, ხოლო რამდენად რეალური იქნება ამ იდეების განხორციელება, ამის გათვლა სხვა, უფრო მოსაწყენ დღესაც შეიძლება.
ქალწული: იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ ვარსკვლავები მათ რეალიზებას არ გირჩევენ. დღეს თქვენი წარმოსახვის უნარი უმაღლეს დონეზეა, ამიტომ თქვენს გონებაში ფანტასტიკური გეგმები შეიძლება ჩამოყალიბდეს. მიუხედავად ამისა, ამ გეგმების განდევნა არ ღირს – დაიმახსოვრეთ ისინი და სხვა დროს იფიქრეთ მათზე.
სასწორი: ემოციებით სავსე დღეა. ძალზე ადვილი იქნება იცინოთ და იტიროთ და კიდევ უფრო ადვილი – ხუთი წუთის ინტერვალით ორივე გააკეთოთ. თუ თავის გაკონტროლებას შეძლებთ, თქვენი ძლიერი ემოციები თქვენს იარაღად შეიძლება იქცეს, რომელიც დაბრკოლებების გადალახვაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მორიელი: საქმეებში, განსაკუთრებით ფინანსურში, ყურადღებაა საჭირო. არაა გამორიცხული შეცდომების დაშვება. იმისთვის, რომ თქვენი რეპუტაცია და საფულე არ დაზარალდეს, არ შეეჭიდოთ იმას, რაც თქვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ასევე გამოსავალია, თუ სადავო საკითხებში პროფესიონალებს ჰკითხავთ რჩევებს.
მშვილდოსანი: არ ღირს ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ან საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა. შესაძლოა, სასურველი რეალობად აღიქვათ და შეცდომა დაუშვათ. თუნდაც რომელიმე იდეა ბრწყინვალედ მოგეჩვენოთ, აჯობებს, თუ ერთი–ორი დღე დაიცდით. დანარჩენს რაც შეეხება, სავსებით კარგი და მშვიდი დღეა.
თხის რქა: მთელი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ, რომ გარშემომყოფებმა რამით არ დაგტვირთონ. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, რომ კიდევ ერთი მოვალეობა უნდა დაგაკისროთ, ან კოლეგებმა იფიქრონ, რომ მათი საქმე თქვენ გააკეთოთ. ან, შესაძლოა, თავად დაიტვირთოთ თავი. ასეა თუ ისე, თქვით „არა“, მათ შორის, ეს უთხარით საკუთარ თავსაც.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: ბევრი საქმე გექნებათ, ამიტომ სახლში ჩხუბს ვერავისთან ვერ მოასწრებთ. ჯობს, საოჯახო საქმეები არ დაგეგმოთ. არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე. ნერვებს გაუფრთხილდით. არ გადაიღალოთ. სამსახურის საქმეები საუკეთესოდ მიდის. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობები. რომანტიკული პაემნისთვის შესაფერისი დღე არ არის.
თევზები: საქმეები თქვენგან ყურადღებასა და გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. ოჯახი თქვენს გეგმებს არ შეეწინააღმდეგება, პირიქით, მხარში ამოგიდგებათ. უკუაგდეთ სიზარმაცე და აპათია. დღევანდელ შეხვედრებს შორის ზოგიერთი ძალზე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.
ყველა ახალი ამბავი
0