https://sputnik-georgia.com/20240330/batumsi-sakeisro-kvetis-semdgomi-gartulebit-31-wlis-qali-gardaicvala-287099558.html
ბათუმში საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
ბათუმში საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 30.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-30T16:40+0400
2024-03-30T16:40+0400
2024-03-30T17:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბათუმი
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269113934_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b7e9bf30f33fd4aa4c09a55c884c2fc9.jpg
თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ბათუმში საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, მარეხი მაკარაძეს საკეისრო კვეთა ბათუმის სამედიცინო ცენტრში BMС-ში ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბაუში“ გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.კლინიკაში „ბაუ" აცხადებენ, რომ მარეხი მაკარაძე მათ სამედიცინო დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში შეიყვანეს, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269113934_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_166204e5a18f55c9528a28ea25b024fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბათუმი , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბათუმი , ჯანდაცვა საქართველოში
ბათუმში საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
16:40 30.03.2024 (განახლებულია: 17:32 30.03.2024) ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისი, 30 მარტი - Sputnik. ბათუმში საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მარეხი მაკარაძეს საკეისრო კვეთა ბათუმის სამედიცინო ცენტრში BMС-ში ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბაუში“ გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.
კლინიკაში „ბაუ" აცხადებენ, რომ მარეხი მაკარაძე მათ სამედიცინო დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში შეიყვანეს, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„თავიდანვე გამოხატული იყო თავის ტვინის ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანების სურათი. ოპერაციის შემდგომი გართულებების ფონზე მოხდა ჩვენთან მოყვანა. ყურადღება მიიქცია ასევე აქტიური შინაგანი სისხლდენის კლინიკურმა სურათმა. პაციენტი იმყოფებოდა უმძიმეს შოკში, მაგრამ განვითარებული იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი სურათი“, - განაცხადა „ბაოს" რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, გოჩა აბაშიძემ.
გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.