https://sputnik-georgia.com/20240330/arcevnebi-saqartvelosi-kenwisyrasi-monawileobistvis-sakonsulo-registraciis-bolo-vada-287096262.html
უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი: საკონსულო რეგისტრაციის ბოლო ვადა ცნობილია
უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი: საკონსულო რეგისტრაციის ბოლო ვადა ცნობილია
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება 30.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-30T12:30+0400
2024-03-30T12:30+0400
2024-03-30T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:63:1280:783_1920x0_80_0_0_ce728de6f3e740dbdbb7f829079d0a7f.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.არსებული კანონმდებლობით, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში. ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა. შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნაც. პროცედურა სრულიად უფასოა.მისი თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარ პირთა სიები უბნების გახსნის საფუძველი გახდება.„საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესაბამისი რაოდენობის შესახებ შესაბამისი უწყება თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, ეს იქნება საფუძველი, რომ შეიქმნას საარჩევნო უბანი. დღევანდელ დღემდე, ცესკო-ში ჩემი 16-წლიანი საქმიანობის პერიოდში არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც ცესკო-ს ამ ინფორმაციის საფუძველზე რაიმე ნიშნით უარი ეთქვას უბნის შექმნაზე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უნდა გაიმიჯნოს საკონსულო აღრიცხვის მქონე პირები და იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ კონკრეტულ ლოკაციაზე საკონსულო აღრიცხვის გარეშე, რადგან ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა რიცხვები.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე 33.418 საქართველოს მოქალაქეა. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთის შემდეგ, ლიდერობენ გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6c0fb9f5fddd68498ba1ad47f0470f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი: საკონსულო რეგისტრაციის ბოლო ვადა ცნობილია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
არსებული კანონმდებლობით, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში. ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა. შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნაც. პროცედურა სრულიად უფასოა.
„თუ ჩვენი თანამემამულეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე 7 ოქტომბერი არის ბოლო ვადა, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ საარჩევნო უბნებს და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სათანადო რეგისტრაცია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარ პირთა სიები უბნების გახსნის საფუძველი გახდება.
„საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესაბამისი რაოდენობის შესახებ შესაბამისი უწყება თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, ეს იქნება საფუძველი, რომ შეიქმნას საარჩევნო უბანი. დღევანდელ დღემდე, ცესკო-ში ჩემი 16-წლიანი საქმიანობის პერიოდში არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც ცესკო-ს ამ ინფორმაციის საფუძველზე რაიმე ნიშნით უარი ეთქვას უბნის შექმნაზე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უნდა გაიმიჯნოს საკონსულო აღრიცხვის მქონე პირები და იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ კონკრეტულ ლოკაციაზე საკონსულო აღრიცხვის გარეშე, რადგან ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა რიცხვები.
„ჩვენი ინსტიტუცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს კანონის ზედმიწევნით აღსრულებისთვის, რომელიც, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებას ყველა მნიშვნელოვანი პროცედურისა და წესის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათ არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).
ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე 33.418 საქართველოს მოქალაქეა. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთის შემდეგ, ლიდერობენ გერმანია, იტალია და საფრანგეთი.