https://sputnik-georgia.com/20240330/amindis-gauaresebis-gamo-masvelebi-zvavsi-moyolili-kacis-zebnas-ver-agrzeleben-287097851.html
ამინდის გაუარესების გამო მაშველები ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის ოპერაციას ვერ აგრძელებენ
ამინდის გაუარესების გამო მაშველები ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის ოპერაციას ვერ აგრძელებენ
Sputnik საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ორი დღის წინ ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა. 30.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-30T13:15+0400
2024-03-30T13:15+0400
2024-03-30T13:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251635563_0:289:1200:964_1920x0_80_0_0_888ad77b890810d663347b59e2fc7e36.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გაუჩინარებულ 48 წლის მამაკაცის ძებნის ოპერაცია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ მომენტში შეჩერებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.დიტო გოგოლაძე ორი დღის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ციხისჯვართან მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. მთაში ბურანით წასული 5 ადამიანიდან ზვავს ოთხმა გამოასწრო. მეგობრებმა დიტო გოგოლაძის მოძებნა თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს.ამინდის გაუარესების გამო, მაშველები სამძებრო ოპერაციას ვერ ატარებენ. რთული რელიეფის გამო, შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკაც ვერ შედის, თოვლის საფარის გაწმენდა კი მუშაობის დროს მაშველებს უწევთ, რომლებიც მიუვალ ადგილას ვერტმფრენით გადაჰყავთ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.ძებნა-შველის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251635563_0:176:1200:1076_1920x0_80_0_0_0745a60ec6324d015d9636148a4e08ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ამინდის გაუარესების გამო მაშველები ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის ოპერაციას ვერ აგრძელებენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ორი დღის წინ ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გაუჩინარებულ 48 წლის მამაკაცის ძებნის ოპერაცია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ მომენტში შეჩერებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დიტო გოგოლაძე ორი დღის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ციხისჯვართან მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. მთაში ბურანით წასული 5 ადამიანიდან ზვავს ოთხმა გამოასწრო. მეგობრებმა დიტო გოგოლაძის მოძებნა თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს.
ამინდის გაუარესების გამო, მაშველები სამძებრო ოპერაციას ვერ ატარებენ. რთული რელიეფის გამო, შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკაც ვერ შედის, თოვლის საფარის გაწმენდა კი მუშაობის დროს მაშველებს უწევთ, რომლებიც მიუვალ ადგილას ვერტმფრენით გადაჰყავთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ძებნა-შველის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.