საქართველო-საბერძნეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: სტატისტიკა

© AP Photo / Tamuna Kulumbegashviliსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
საუკეთესოთა შორის მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ფეხბურთის სტატისტიკის ანალიტიკურმა პორტალებმა Sofascore-მა და Whoscored-მა EURO-2024-ის შესარჩევი ტურის ფინალურ საქართველო-საბერძნეთის მატჩში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
საფეხბურთო სტატისტიკის ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პენალტების სერიაში მეტოქის 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია - მისი კოეფიციენტი 7,8 იყო. მეორე ადგილზე მცველი ლაშა დვალია - 7,5. მესამე ადგილზეა გადამწყვეტი პენალტის ავტორი ნიკა კვეკვესკირი, კოეფიციენტით 7,3.
კიდევ ერთი ანალიტიკური პორტალის, Whoscored-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებში მოედანზე ყველაზე პროდუქტიული ლაშა დვალი იყო (7,8). შემდეგ მოდიან ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი (7,7) და მეკარე გიორგი მამარდაშვილი (7,2).
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მატჩის განმავლობაში გამუდმებით ავიწროებდნენ ბერძენი მცველები, რომელთაგან ორმა ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, 7,1 ქულა დააგროვა.
ევრო-2024-ის წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0