https://sputnik-georgia.com/20240329/ratom-moitxovs-opozicia-mosamartleebis-veting-kontrols-287083598.html
ოპოზიციას რამდენიმე მოსამართლის მოშორება სურს - თევზაძე ვეტინგ-კონტროლის თემაზე
ოპოზიციას რამდენიმე მოსამართლის მოშორება სურს - თევზაძე ვეტინგ-კონტროლის თემაზე
Sputnik საქართველო
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში კლანი მართავს და სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ... 29.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-29T10:45+0400
2024-03-29T10:45+0400
2024-03-29T10:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული სასამართლო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მათ, ვინც დაჟინებით მოითხოვს საქართველოს სასამართლო სისტემაში ვეტინგ-კონტროლის შემოღებას, მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების მოშორება სურთ, განაცხადა მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებას დაქვემდებარებული კლანი მართავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს. მათი აზრით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა უნდა შეამოწმონ.მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას ვეტინგ-კონტროლი არ სჭირდება.„ჩვენთან არ არსებობს „ვეტინგის“ საფუძველი; და მეორე – საერთაშორისო ექსპერტები სადაც ჩაერთნენ და ვინც ჩაერთო, საუკეთესო შედეგები არ დადგა. მოგეხსენებათ, როგორი შედეგები დადგა იმ სახელმწიფოებში“, - განაცხადა თევზაძემ.მან აღნიშნა, რომ ათი წელია ალბანეთში მიმდინარეობს „ვეტინგის“ პროცედურა და თვითონ განმხორციელებელი პირები ვერ პროგნოზირებენ, როდის დასრულდება ეს პროცესი, მოლდოვაში დღესაც მიმდინარეობს „ვეტინგი“.საქართველოს უზენაესი სასამართლომ ადრე განაცხადა, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები საკმარისია და მოთხოვნა „ვეტინგ-კონტროლის“ შემოღების შესახებ არის მანიპულაცია.„ვეტინგ-კონტროლის" დანერგვას მხარი დაუჭირა ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბექაურმაეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეთა ვეტინგ-კონტროლს მოითხოვენ, გამუდმებით ხდებიან ხელისუფლების კრიტიკის ობიექტები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, გასცდა თავის კომპეტენციას - ისინი ერევიან პოლიტიკაში და უფრო მეტიც, ზიანს აყენებენ სახელმწიფოს.ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ოპოზიციას რამდენიმე მოსამართლის მოშორება სურს - თევზაძე ვეტინგ-კონტროლის თემაზე
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში კლანი მართავს და სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლი უზრუნველყოფს.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მათ, ვინც დაჟინებით მოითხოვს საქართველოს სასამართლო სისტემაში ვეტინგ-კონტროლის შემოღებას, მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების მოშორება სურთ, განაცხადა მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებას დაქვემდებარებული კლანი მართავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს. მათი აზრით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა უნდა შეამოწმონ.
„სასამართლო კორპუსის თითქმის სრული უმრავლესობა არის წინააღმდეგი, რადგან წინასწარ არის გაწერილი გასაშვებთა... სიები“, - განაცხადა თევზაძემ.
მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას ვეტინგ-კონტროლი არ სჭირდება.
„ჩვენთან არ არსებობს „ვეტინგის“ საფუძველი; და მეორე – საერთაშორისო ექსპერტები სადაც ჩაერთნენ და ვინც ჩაერთო, საუკეთესო შედეგები არ დადგა. მოგეხსენებათ, როგორი შედეგები დადგა იმ სახელმწიფოებში“, - განაცხადა თევზაძემ.
მან აღნიშნა, რომ ათი წელია ალბანეთში მიმდინარეობს „ვეტინგის“ პროცედურა და თვითონ განმხორციელებელი პირები ვერ პროგნოზირებენ, როდის დასრულდება ეს პროცესი, მოლდოვაში დღესაც მიმდინარეობს „ვეტინგი“.
საქართველოს უზენაესი სასამართლომ ადრე განაცხადა, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები საკმარისია და მოთხოვნა „ვეტინგ-კონტროლის“ შემოღების შესახებ არის მანიპულაცია.
„ვეტინგ-კონტროლის" დანერგვას მხარი დაუჭირა ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბექაურმა
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეთა ვეტინგ-კონტროლს მოითხოვენ, გამუდმებით ხდებიან ხელისუფლების კრიტიკის ობიექტები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, გასცდა თავის კომპეტენციას - ისინი ერევიან პოლიტიკაში და უფრო მეტიც, ზიანს აყენებენ სახელმწიფოს.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.