https://sputnik-georgia.com/20240329/colze-zaladobistvis-penitenciuri-samsaxuris-ufrosi-inspeqtori-daakaves-287090709.html
ცოლზე ძალადობისთვის პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
ცოლზე ძალადობისთვის პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 29.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-29T20:20+0400
2024-03-29T20:20+0400
2024-03-29T20:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480788_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_eaa6f4e9aea48609e4b4e8a1cb0bc9d4.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, ბრალდებულმა მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480788_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_28bfb3268dc6243fe1088f3def14d29a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ცოლზე ძალადობისთვის პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, ბრალდებულმა მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.
სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.