https://sputnik-georgia.com/20240328/saeklesio-kalendari-28-marti-287069748.html
საეკლესიო კალენდარი: 28 მარტი
საეკლესიო კალენდარი: 28 მარტი
Sputnik საქართველო
28 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა აგაპისა და მისთანა 7 მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა... 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T09:00+0400
2024-03-28T09:00+0400
2024-03-28T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527751_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_02ca2196ba4da5468892be48e5606f68.jpg
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამეეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრეეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს. ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.წმიდა მოწამე ნიკანდრიეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ის მკურნალი იყო ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ. ერთხელ ნიკანდრიმ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და ღამით წავიდა მათ დასამარხავად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი , შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.წმიდა მოწამე მანუელ კრიტელიბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და გაამაჰმადიანეს. როცა გაიზარდა, კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. Aამისათვის 1792 წელს კუნძულ ხიოსზე თავი მოჰკვეთეს.მასალის მომზადებისას გამოყენებულია ღია წყაროები
https://sputnik-georgia.com/20240327/saeklesio-kalendari-27-marti-287042312.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527751_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_6cc9a7b92eb8b276bfe7db123c512e9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 28 მარტი
28 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა აგაპისა და მისთანა 7 მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა ; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ნიკანდრესი.
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.
წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე
ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე
ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს. ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
ეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ის მკურნალი იყო ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ. ერთხელ ნიკანდრიმ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და ღამით წავიდა მათ დასამარხავად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი , შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე მანუელ კრიტელი
ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და გაამაჰმადიანეს. როცა გაიზარდა, კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. Aამისათვის 1792 წელს კუნძულ ხიოსზე თავი მოჰკვეთეს.
მასალის მომზადებისას გამოყენებულია ღია წყაროები