მოსაზრება: რუსეთის დარტყმების მთავარი სამიზნეები სპეცოპერაციაში

© AP Photo / Michal Dyjuk
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2024
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევების წარმატებული განვითარება ფრონტის მთელ ხაზზე, სარაკეტო დარტყმების მზარდი ინტენსიურობა აჩქარებს მართვის სისტემების და დაზვერვი , მოწინააღმდეგის ზურგის ინფრასტრუქტურის ნგრევას, აახლოებს სპეცოპერაციის მიზნების მიღწევას უკრაინაში. აშშ-ს და ნატოს სასოწარკვეთილი მცდელობები, რესურსების მობილიზება მოახდინონ, „გააჩერონ რუსეთი“ განწირულია წარუმატებლობისთვის.
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა 25 მარტს განსაკუთრებულად „მიულოცეს“ პროფესიული დღესასწაული უკრაინის უშიშროების სამსახურს - „კინჟალის“ დარტყმები განახორციელეს უწყების ობიექტებზე კიევის ერთ-ერთ უბანში და ოდესაში. ერთდროულად კიევის აეროპორტ „ჟულიანიში“ გაანადგურეს დანადგარები Patriot. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ასევე უკრაინის ჯარის აეროდრომი ოდესის ოლქში და ევროპაში სიდიდით მეორე გაზის საცავი ლვოვის ოლქში.
წინა დღით რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კიევში განლაგებულ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ობიექტებზე, მფრინავების მომზადების და F-16 ბაზირების კომპლექსზე, აგრეთვე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე ივანო-ფრანკოვსკის ოლქში... მთლიანად გამოყვანილია მწყობრიდან სატანკო ქარხანა, თბოელექტროსადგური და ყველა ქვესადგური ხარკოვში, დნეპროვის ჰესი ... უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ყველა ნახსენებ ეპიზოდში უძლურნი აღმოჩნდნენ.
უკრაინის არმიის ინფრასტრუქტურის და მთელი ქვეყნის ენერგოსისტემის განადგურება საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა შესრულებადი. და შემთხვევითი არაა, რომ საჰაერო განგაში ყოველდღე ცხადდება ყველა, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად რეგიონში... დასავლეთში გავრცელებულია ნარატივი იმის შესახებ, რომ ნატოს საბრძოლო მასალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტი უკრაინულ ჯარში აშშ-ს და ალიანსს „ჰეგემონიის“კრახით და სამარცხვინო მარცხით ემუქრება. ასეთ ფონზე, ამერიკელი და ევროპელი „ქორები“ ცდილობენ, კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების 61-მილიარდიანი პაკეტის გადარჩენას, რომელიც აშშ-ს კონგრესმა 2023 წლის დეკემბერში დაბლოკა.
მილიტარიზებული დასავლეთი უშედეგოდ ცდილობს, როგორმე შეავსოს საარტილერიო ჭურვებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კოლოსალური დანაკლისი.
მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი დიდი სამობილიზაციო რესურსებისა და სამრეწველო სიმძლავრეების მობილიზებას საჭიროებს... არაფერი მსგავსი უკრაინაში არ არის, ხოლო აშშ-ს და ნატოს შესაძლებლობები და რესურსები რუსეთთან წარმატებული პროქსი-ომისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ კიევი არ მიიღებს 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს, ვინაიდან ეს თანხა ჯერ კიდევ 2023 წლის შემოდგომაზე იყო გახარჯული.
აშშ-ს და ნატოს პრიორიტეტებშია ისრაელისათვის სამხედრო დახმარება და მზადება ჩინეთთან შერკინებისათვის ტაივანის გამო. ბრიტანელი ანალიტიკოსები მშვიდად უხსნიან უკრაინელებს, რომლებსაც „ცდების ობიექტად“ იყენებენ, რომ დასავლეთში გამოფიტვაზე მიმართული ომები განიხილება, როგორც გამონაკლისი და მათ თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ ფასად. ფაქტიურად, ეს კიევის რეჟიმისათვის სასიკვდილო განაჩენია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი, მონოპოლარული სამყაროს რეალობაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0