https://sputnik-georgia.com/20240328/qutaisis-aeroportidan-qalaqi-centramde-avtobusi-dainisna-287072662.html
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
Sputnik საქართველო
ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი, განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T15:30+0400
2024-03-28T15:30+0400
2024-03-28T15:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/97/248549731_5:0:995:557_1920x0_80_0_0_61b8208d2a95304498d875abe710164f.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით 28 მარტიდან მგზავრებს „შატლის“ ტიპის ავტობუსები მოემსახურება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სამი ახალი, Euro-6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსი უკვე შეისყიდა.ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ–ში მდებარეობს, საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171,8%-იანი ზრდის მაჩვენებლით, სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/97/248549731_128:0:871:557_1920x0_80_0_0_739427d97c1e0c3bce316404b1a81d03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტრანსპორტი საქართველოში
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი, განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით 28 მარტიდან მგზავრებს „შატლის“ ტიპის ავტობუსები მოემსახურება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სამი ახალი, Euro-6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსი უკვე შეისყიდა.
„ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯ-თი გრუპთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრებმა მარტივად იცნონ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძემ.
ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ–ში მდებარეობს, საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.
ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171,8%-იანი ზრდის მაჩვენებლით, სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.