https://sputnik-georgia.com/20240328/mwuxarebas-movelodi-salva-papuasvili-evrokavsiris-elcis-gancxadebas-gamoexmaura-287080189.html
მწუხარებას მოველოდი - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა
მწუხარებას მოველოდი - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოს სასამართლო სისტემა და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმების სამიზნედ იქცნენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T21:25+0400
2024-03-28T21:25+0400
2024-03-28T21:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული სასამართლო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19ba68af54c96f93ed2f4605d1708315.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ნაცვლად იმისა, რომ ეღიარებინა მისი წინამორბედის კარლ ჰარცელის განცხადების უსამართლობა, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციას ახდენდა, ისაუბრა ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ჰერჩინსკიმ ადრე განუცხადა მედიას, რომ ევროკომისიის პირველ ანგარიშში საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომელიც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარი იყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. რა ფორმით განხორციელდება ეს, ამაზე მსჯელობა ქართველ კოლეგებთან წარიმართება, ხაზგასმით აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.სპიკერის თქმით, ის გაკვირვებულია ევროკავშირის ელჩის განცხადებით, რომელიც ვეტინგ-კონტროლს ეხებოდა.„მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. 2022 წელს იყო ეს განაჩენი, 2 წელია ასეთი განცხადებების გამო, თავდასხმის ობიექტია ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.თუკი ვინმეს კეთილსინდისიერებაა შესამოწმებელი, ეს არის არასამთავრობო სექტორი, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.პაპუაშვილმა გაიხსენა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „მთავარი არხის“ ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია უდანაშაულოა და თითქოს არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.2022 წლის 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2024 წლის მარტის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლომჯარიამ აშშ-ის და საფრანგეთის მედალი მიიღო, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე, რომელმაც გვარამიას საქმეზე ყალბი დასკვნა შეადგინა, დღეს აშშ-ის საელჩოში მუშაობს.„ეს თავდასხმები ქმნის შემდეგ ამ აღქმებს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. შემდეგ გვიბრუნდებიან იგივე აქტორები, ელჩები თუ სხვა უცხოელი აქტორები, გველაპარაკებიან აღქმებზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.ეს აღქმები თუკი ვინმეს აქვს, შექმნილია სწორედ ყოფილი ელჩების, „ენჯეო“-სექტორის არაკეთილსინდისიერი განცხადებებით, რომლებიც ფინანსდება ამ საელჩოებიდან და წყაროებიდან, და ეს დაფინანსება გაუმჭვირვალეა, რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა პაპუაშვილმა.„შემდეგ თავის მიერვე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.სპიკერის შეფასებით, ამჟამად ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს.„ამ მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს არავის მხარეს. არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევები, რომელიც ასეთ რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ ვეტინგი საჭირო არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.სპიკერის თქმით, ვეტინგი უცხო ქვეყნის მოქალაქეებით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის.ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღების თემა დახურულია, რადგან კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობა მზადაა მოისმინოს ევროკავშირის არგუმენტები ამ საკითხზე.სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_c801bd6573fc87dd07b721fe752af033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული სასამართლო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული სასამართლო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მწუხარებას მოველოდი - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს სასამართლო სისტემა და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმების სამიზნედ იქცნენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ნაცვლად იმისა, რომ ეღიარებინა მისი წინამორბედის კარლ ჰარცელის განცხადების უსამართლობა, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციას ახდენდა, ისაუბრა ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჰერჩინსკიმ ადრე განუცხადა მედიას, რომ ევროკომისიის პირველ ანგარიშში საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, რომელიც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარი იყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობაზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. რა ფორმით განხორციელდება ეს, ამაზე მსჯელობა ქართველ კოლეგებთან წარიმართება, ხაზგასმით აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.
„ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მოგვესმინა მწუხარება, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, იყო უსამართლო, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, არ იყო დაყრდნობილი ფატებზე და მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ნაცვლად ამისა ვისმენთ, რომ თურმე, საჭირო არის ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ის გაკვირვებულია ევროკავშირის ელჩის განცხადებით, რომელიც ვეტინგ-კონტროლს ეხებოდა.
„მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. 2022 წელს იყო ეს განაჩენი, 2 წელია ასეთი განცხადებების გამო, თავდასხმის ობიექტია ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თუკი ვინმეს კეთილსინდისიერებაა შესამოწმებელი, ეს არის არასამთავრობო სექტორი, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
პაპუაშვილმა გაიხსენა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „მთავარი არხის“ ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია უდანაშაულოა და თითქოს არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
2022 წლის 16 მაისს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2024 წლის მარტის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
„თუკი ვინმეს კეთილსინდისიერებაა შესამოწმებელი, ეს არის ყოფილი სახალხო დამცველი (ნინო ლომჯარია - რედ.), რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ არათუ მართალია ნიკა გვარამია, აქ დანაშაულიც კი არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლომჯარიამ აშშ-ის და საფრანგეთის მედალი მიიღო, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე, რომელმაც გვარამიას საქმეზე ყალბი დასკვნა შეადგინა, დღეს აშშ-ის საელჩოში მუშაობს.
„ეს თავდასხმები ქმნის შემდეგ ამ აღქმებს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. შემდეგ გვიბრუნდებიან იგივე აქტორები, ელჩები თუ სხვა უცხოელი აქტორები, გველაპარაკებიან აღქმებზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეს აღქმები თუკი ვინმეს აქვს, შექმნილია სწორედ ყოფილი ელჩების, „ენჯეო“-სექტორის არაკეთილსინდისიერი განცხადებებით, რომლებიც ფინანსდება ამ საელჩოებიდან და წყაროებიდან, და ეს დაფინანსება გაუმჭვირვალეა, რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა პაპუაშვილმა.
„შემდეგ თავის მიერვე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის შეფასებით, ამჟამად ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს.
„ამ მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს არავის მხარეს. არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევები, რომელიც ასეთ რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ ვეტინგი საჭირო არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ვეტინგი უცხო ქვეყნის მოქალაქეებით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის.
„აქ (ქართულ მართლმსაჯულებაში - რედ.) პოლონელი, ჰოლანდიელი, ლიტველი ექსპერტების ჩართვას არავინ აპირებს. ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღების თემა დახურულია, რადგან კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობა მზადაა მოისმინოს ევროკავშირის არგუმენტები ამ საკითხზე.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.