https://sputnik-georgia.com/20240328/lazare-grigoriadisis-saqme-ganacenis-gamocxadeba-gadaido-287078390.html
ლაზარე გრიგორიადისის საქმე: განაჩენის გამოცხადება გადაიდიო
ლაზარე გრიგორიადისის საქმე: განაჩენის გამოცხადება გადაიდიო
Sputnik საქართველო
სხდომა გადაიდო, რადგან ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა - გრიდორიადისმა დასწრებაზე თავად განაცხადა უარი. 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T20:00+0400
2024-03-28T20:00+0400
2024-03-28T20:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურების და ცეცხლის წაკიდებით სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადის საქმის დასკვნითი სხდომა გადადო.გასული წლის 7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.სხდომა გადაიდო, რადგან ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა - გრიდორიადისმა დასწრებაზე თავად განაცხადა უარი.არსებული კანონმდებლობით, ბრალდებულს აქვს უფლება გამოვიდეს სიტყვით მას შემდეგ, რაც დაცვის და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვებს დაასრულებენ.როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სხდომა 8 აპრილისთვის გადაიდო.სხდომა ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით 8 აპრილს განახლდება.ამ დროისთვის ლაზარე გრიგორიადისს მამაზე ძალადობის ფაქტზე აქვს განაჩენი გამოტანილი. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია. აღნიშნულ საქმეზე გასული წლის სექტემბერში გრიგორიადისს წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.„პოლიტიკური“ მნიშვნელობის საკითხიოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ლაზარე გრიგორიადისის საქმეს პოლიტიკურად უწოდებენ. მათი აზრით, ეს არის სამაგალითო დასჯა, ვინაიდან 2023 წლის 7 მარტის საქმის აღძვრის დღიდან პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მხოლოდ ორ ადამიანს წაუყენეს ბრალი.ამასთან, სასამართლომ მეორე ბრალდებული დაკავებისთანავე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო გრიგორიადისი ციხეში გადაიყვანეს.იმავდროულად, მმართველი პარტია ამ სისხლის სამართლის საქმის პოლიტირეზებას კატეგორიულად უარყოფს.საქმის დეტალებიგრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ლაზარე გრიგორიადისის საქმე: განაჩენის გამოცხადება გადაიდიო
სხდომა გადაიდო, რადგან ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა - გრიდორიადისმა დასწრებაზე თავად განაცხადა უარი.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურების და ცეცხლის წაკიდებით სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადის საქმის დასკვნითი სხდომა გადადო.
გასული წლის 7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სხდომა გადაიდო, რადგან ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა - გრიდორიადისმა დასწრებაზე თავად განაცხადა უარი.
არსებული კანონმდებლობით, ბრალდებულს აქვს უფლება გამოვიდეს სიტყვით მას შემდეგ, რაც დაცვის და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვებს დაასრულებენ.
როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სხდომა 8 აპრილისთვის გადაიდო.
„ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, - განაცხადა მოსამართლემ ზვიად შარაძემ.
სხდომა ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით 8 აპრილს განახლდება.
ამ დროისთვის ლაზარე გრიგორიადისს მამაზე ძალადობის ფაქტზე აქვს განაჩენი გამოტანილი. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია. აღნიშნულ საქმეზე გასული წლის სექტემბერში გრიგორიადისს წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„პოლიტიკური“ მნიშვნელობის საკითხი
ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ლაზარე გრიგორიადისის საქმეს პოლიტიკურად უწოდებენ. მათი აზრით, ეს არის სამაგალითო დასჯა, ვინაიდან 2023 წლის 7 მარტის საქმის აღძვრის დღიდან პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მხოლოდ ორ ადამიანს წაუყენეს ბრალი.
ამასთან, სასამართლომ მეორე ბრალდებული დაკავებისთანავე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო გრიგორიადისი ციხეში გადაიყვანეს.
იმავდროულად, მმართველი პარტია ამ სისხლის სამართლის საქმის პოლიტირეზებას კატეგორიულად უარყოფს.
„თქვან, რომ არსებობს, ხანდახან შეიძლება, გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი სიკვდილისთვის განწირვა. ეს არის სწორედ მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი ქმედებების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.