ფეხბურთი: მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა მსოფლიო ათეულშია

© courtesy of Giorgi Mamardashviliგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2024
გამოწერა
გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ნაკრებს გერმანიის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური კლუბ „ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი უმსხვილესი გერმანული სპორტული საიტ Transfermarkt-ის ვერსიით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს.
ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.
ერთა ლიგის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში მამარდაშვილის თამაში სპორტულმა ანალიტიკურმა პორტალების (Sofascore და Whoscored) მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა მეკარემ მეტოქის ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ნაკრებს გერმანიის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
ათი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე:
1. დიეგო კოსტა („პორტუ“) – 45 მილიონი ევრო
2. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 40 მლნ
3.გრეგორ კობელი (დორტმუნდის „ბორუსია“) – 40 მლნ
4. ედერსონ მორაესი („მანჩესტერ სიტი“) – 40 მლნ
5. ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 40 მილიონი
6. მაიკ მაინანი („მილანი“) – 40 მლნ
7. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) – 35 მლნ
8. გულიელმო ვიკარიო („ტოტენჰემი“) – 35 მილიონი
9. დევიდ რაია („არსენალი“) – 35 მლნ
10. ელისონი („ლივერპული“) – 32 მლნ
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი მეკარეთა ათეულში ყველაზე ახალგაზრდაა - ფეხბურთელი 23 წლისაა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0