https://sputnik-georgia.com/20240328/euro-24-rodis-sezleben-saqartvelos-nakrebis-qomagebi-biletebis-sezenas-287073321.html
EURO-24: როდის შეძლებენ საქართველოს ნაკრების ქომაგები ბილეთების შეძენას
EURO-24: როდის შეძლებენ საქართველოს ნაკრების ქომაგები ბილეთების შეძენას
Sputnik საქართველო
ფეხბურთის ევროპული ფედერაციის წესებით, ბილეთები ყველა თამაშზე თანაბრად ნაწილდება როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს შორის. 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T16:15+0400
2024-03-28T16:15+0400
2024-03-28T16:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1b/287063075_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_33bbb9e04efba114017e7a61c95b5bf3.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშების ბილეთების გადაცემის საკითხის განხილვა დაიწყო - დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.მისი თქმით, სავარაუდოდ, ბილეთები UEFA-ს პლატფორმაზე გაიყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის ევროპული ფედერაციის წესებით, ბილეთები ყველა თამაშზე თანაბრად ნაწილდება როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს შორის.„შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები“, - განმარტა კობიაშვილმა.ბილეთების ნაწილი გაიყიდება პლატფორმებზე, დანარჩენს UEFA არეზერვებს პარტნიორებისა და სპონსორებისთვის.ეს მნიშვნელოვანიასაქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. მერვედფინალში გადის ჯგუფების ექვსი გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ექვსი გუნდი, ასევე ოთხი ნაკრები ექვსი მესამეადგილოსანი გუნდიდან. ეს ოთხი ნაკრები განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველია ქულების მეტი რაოდენობა.ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.საქართველო ევრო 2024-ზე პირველად გავიდა: ვის და როდის დაუპირისპირდება ეროვნული ნაკრები? >>ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1b/287063075_11:0:2742:2048_1920x0_80_0_0_caa5b515a0f8695482ccf0d8a93834b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
EURO-24: როდის შეძლებენ საქართველოს ნაკრების ქომაგები ბილეთების შეძენას
ფეხბურთის ევროპული ფედერაციის წესებით, ბილეთები ყველა თამაშზე თანაბრად ნაწილდება როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს შორის.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშების ბილეთების გადაცემის საკითხის განხილვა დაიწყო - დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
„თამაშის შემდეგ უამრავი მესიჯი, ზარი და ინფორმაცია შემოდიოდა. UEFA-სთან კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება“, - განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ბილეთები UEFA-ს პლატფორმაზე გაიყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის ევროპული ფედერაციის წესებით, ბილეთები ყველა თამაშზე თანაბრად ნაწილდება როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს შორის.
„შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები“, - განმარტა კობიაშვილმა.
ბილეთების ნაწილი გაიყიდება პლატფორმებზე, დანარჩენს UEFA არეზერვებს პარტნიორებისა და სპონსორებისთვის.
საქართველოს აქვს F ჯგუფიდან გასვლის შანსი. მერვედფინალში გადის ჯგუფების ექვსი გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ექვსი გუნდი, ასევე ოთხი ნაკრები ექვსი მესამეადგილოსანი გუნდიდან. ეს ოთხი ნაკრები განისაზღვრება დამატებითი მაჩვენებლებით, რომელთაგან პირველია ქულების მეტი რაოდენობა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.