https://sputnik-georgia.com/20240328/arasrulwlovani-danmasaveebi-da-msxverplebi-saqartvelosi-bolo-monacemebi-287071676.html
არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები
არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე გავრცელებულია ქურდობა 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T14:00+0400
2024-03-28T14:00+0400
2024-03-28T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 46 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 46 პირიდან ერთი უკვე იხდიდა პირობით სასჯელს.„საქსტატის“ ცნობით, არასრულწლოვნებს ბრალი ედებათ შემდეგ დანაშაულებში:ამავდროულად, „საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე ასაკის 129 პირი აღიარეს, მათგან 67 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 23 – სექსუალური დანაშაულის, 16 - მუქარის.კიდევ 12 ბავშვი აღიარებულია ცემის მსხვერპლად, 162 – ცემის, 13 – სატრანსპორტო დანაშაულის, 2 - ტრეფიკინგის.გარდა ამისა, ექვსი ბავშვი იძულებითი ქორწინების მსხვერპლია, ხუთი – ადამიანით ვაჭრობის, რვა – მკვლელობის, ორი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლია, 24 არასრულწლოვანი კი დაშავებულია.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი
არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე გავრცელებულია ქურდობა
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 46 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 46 პირიდან ერთი უკვე იხდიდა პირობით სასჯელს.
„საქსტატის“ ცნობით, არასრულწლოვნებს ბრალი ედებათ შემდეგ დანაშაულებში:
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება (6 ბრალდებული)
ამავდროულად, „საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე ასაკის 129 პირი აღიარეს, მათგან 67 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 23 – სექსუალური დანაშაულის, 16 - მუქარის.
კიდევ 12 ბავშვი აღიარებულია ცემის მსხვერპლად, 162 – ცემის, 13 – სატრანსპორტო დანაშაულის, 2 - ტრეფიკინგის.
გარდა ამისა, ექვსი ბავშვი იძულებითი ქორწინების მსხვერპლია, ხუთი – ადამიანით ვაჭრობის, რვა – მკვლელობის, ორი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლია, 24 არასრულწლოვანი კი დაშავებულია.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.