https://sputnik-georgia.com/20240328/16-wlis-luka-abulazis-saqme-ert-ert-braldebuls-ganaceni-gamoutanes-287078802.html
16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა
16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
მამაკაცი, რომელმაც მოზარდები ზღვაში გადაყარა ციხეში 16 წელს გაატარებს 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T20:40+0400
2024-03-28T20:40+0400
2024-03-28T20:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბათუმი
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/17/268799368_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_02a1bd82d8044ce2aa6cb713408aff46.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბანანზე ბათუმში მომხდარი ინციდენტის საქმეზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.2023 წლის 4 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ გართობის მიზნით 4 მოზარდი სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა მკვეთრი მანევრით ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხა და ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა.ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.უწყებაში აღნიშნავენ, რომ კატარღაზე მყოფ კიდევ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/17/268799368_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_ccc754dd1c4d8363a13bbf49a82fe04f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბათუმი , ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბათუმი , ქართული სასამართლო
16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა
მამაკაცი, რომელმაც მოზარდები ზღვაში გადაყარა ციხეში 16 წელს გაატარებს
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბანანზე ბათუმში მომხდარი ინციდენტის საქმეზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წლის 4 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ გართობის მიზნით 4 მოზარდი სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.
კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა მკვეთრი მანევრით ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.
ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.
სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხა და ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.
დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კატარღაზე მყოფ კიდევ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.