https://sputnik-georgia.com/20240327/saqartvelos-nakrebi-girsebis-ordenze-waradgines-287048633.html
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. 27.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-27T10:25+0400
2024-03-27T10:25+0400
2024-03-27T14:56+0400
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282209899_0:66:1440:876_1920x0_80_0_0_ca85493a901a6598798a1ef32c90eec5.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის საბერძნეთის გუნდთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს.ფეხბურთელები სახელმწიფო ჯლდოზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.მან ისტორიული გამარჯვება მიულოცა როგორც საქართველოს ნაკრებს, ისე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს, რომლებიც მატჩის მსვლელობას დიდ ეკრანზე ადევნებზდნენ თვალს.მატჩის დასრულებიდან საათნახევრის შემდეგ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე ქართველი ფეხბურთელებიც გამოვიდნენ და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში - 4:2 დაამარცხა.„გილოცავთ! საქართველო უკვე ევროპაშია", - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.ვროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282209899_92:0:1348:942_1920x0_80_0_0_e73e8960a9de258c79961163e0ee2eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
10:25 27.03.2024 (განახლებულია: 14:56 27.03.2024) ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის საბერძნეთის გუნდთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ფეხბურთელები სახელმწიფო ჯლდოზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.
„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს არის დღეს, რომელსაც 1994 წლიდან ველოდით. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
მან ისტორიული გამარჯვება მიულოცა როგორც საქართველოს ნაკრებს, ისე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს, რომლებიც მატჩის მსვლელობას დიდ ეკრანზე ადევნებზდნენ თვალს.
მატჩის დასრულებიდან საათნახევრის შემდეგ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე ქართველი ფეხბურთელებიც გამოვიდნენ და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში - 4:2 დაამარცხა.
„გილოცავთ! საქართველო უკვე ევროპაშია", - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ვროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.