https://sputnik-georgia.com/20240327/ramdeni-sesxi-gasces-bankebma-iuridiul-ourebze-da-moqalaqeebze-287042963.html
რამდენი სესხი გასცეს ბანკებმა კომპანიებსა და მოქალაქეებზე?
რამდენი სესხი გასცეს ბანკებმა კომპანიებსა და მოქალაქეებზე?
Sputnik საქართველო
წლის მანძილზე ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 1,4%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 0,21%-ით . 27.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-27T11:17+0400
2024-03-27T11:17+0400
2024-03-27T11:17+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. 1-ელი მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 52,24 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.ანგარიშის თანახმად, თებერვალში სესხების მოცულობა, იანვართან შედარებით, 0,68%-ით გაიზარდა.ამასთან, თებერვლის ბოლოს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 14,5 მლნ ლარი, მოქალაქეებზე კი 27,38 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული სესხების მთლიანმა ოდენობამ მთლიანი მოცულობის 55,74% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 1,4%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 0,21%-ით შემცირდა.მანამდე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ სესხების მოცულობის ზრდა დაკავშირებული იყო ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდასთან, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდით.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს -11%, 2023 წელს კი 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
რამდენი სესხი გასცეს ბანკებმა კომპანიებსა და მოქალაქეებზე?
წლის მანძილზე ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 1,4%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 0,21%-ით .
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. 1-ელი მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 52,24 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, თებერვალში სესხების მოცულობა, იანვართან შედარებით, 0,68%-ით გაიზარდა.
ამასთან, თებერვლის ბოლოს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 14,5 მლნ ლარი, მოქალაქეებზე კი 27,38 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული სესხების მთლიანმა ოდენობამ მთლიანი მოცულობის 55,74% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 1,4%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 0,21%-ით შემცირდა.
მანამდე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ სესხების მოცულობის ზრდა დაკავშირებული იყო ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდასთან, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდით.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს -11%, 2023 წელს კი 7,5%.