https://sputnik-georgia.com/20240327/ceskos-tavmjdomaris-konkursi-gamocxadda-287061284.html
არჩევნები 2024 – ცესკოს თავმჯდომარის და სამი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
არჩევნები 2024 – ცესკოს თავმჯდომარის და სამი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
კომისია თითოეულ თანამდებობაზე მინიმუმ ორ კანდიდატს შეარჩევს, რომლებიც პარლამენტის წინაშე წარდგებიან 27.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-27T17:15+0400
2024-03-27T17:15+0400
2024-03-27T17:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494271_0:159:2993:1842_1920x0_80_0_0_142ff160912017cfc147ffe59da3e2f2.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სამი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.ორშაბათს პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების დეპუტატმა ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებას და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და კომისიის სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წელს ამოეწურა, თუმცა, მათ გააგრძელეს საქმიანობა, რადგანაც პარლამენტმა ახალი კანდიდატების დამტკიცება ვერ შეძლო.ცესკოს წევრისა და თავმჯდომარის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 2024 წლის 9 აპრილამდე შეუძლიათ.კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს 25 წელს ზემოთ მოქალაქე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დიპლომის ასლი, ავტობიოგრაფია, ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ, არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა და კანონმდებლბის ყველა პირობის შესაბამისობის თაობაზე წერილობითი დადასტურება.კანდიდატებს შეარჩევს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“, „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები.მას შემდეგ, რაც კომისია თითოეულ თანამდებობაზე მინიმუმ ორ კანდიდატს შეარჩევს, ისინი პარლამენტის წინაშე წარდგებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვინ დაიკავებს ცესკოში თანამდებობებს, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494271_162:0:2829:2000_1920x0_80_0_0_4fc45b0bc73518d0ffd41569742e4d2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
არჩევნები 2024 – ცესკოს თავმჯდომარის და სამი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
კომისია თითოეულ თანამდებობაზე მინიმუმ ორ კანდიდატს შეარჩევს, რომლებიც პარლამენტის წინაშე წარდგებიან
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სამი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
ორშაბათს პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების დეპუტატმა ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებას და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და კომისიის სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წელს ამოეწურა, თუმცა, მათ გააგრძელეს საქმიანობა, რადგანაც პარლამენტმა ახალი კანდიდატების დამტკიცება ვერ შეძლო.
ცესკოს წევრისა და თავმჯდომარის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 2024 წლის 9 აპრილამდე შეუძლიათ.
კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს 25 წელს ზემოთ მოქალაქე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დიპლომის ასლი, ავტობიოგრაფია, ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ, არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა და კანონმდებლბის ყველა პირობის შესაბამისობის თაობაზე წერილობითი დადასტურება.
კანდიდატებს შეარჩევს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“, „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მას შემდეგ, რაც კომისია თითოეულ თანამდებობაზე მინიმუმ ორ კანდიდატს შეარჩევს, ისინი პარლამენტის წინაშე წარდგებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვინ დაიკავებს ცესკოში თანამდებობებს, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.