https://sputnik-georgia.com/20240326/saqartvelos-nakrebi-saberznettan-matchistvis-emzadeba-287027998.html
ევრო 2024: საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება
ევრო 2024: საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება, რომელმაც ლუქსემბურგის გუნდთან ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების... 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T11:00+0400
2024-03-26T11:00+0400
2024-03-26T11:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/17/270724959_0:0:1806:1015_1920x0_80_0_0_82bdda26fbdefab4ed999de00eea7c25.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ნანატრი ევროპის ჩემპიონატის გზაზე სერიოზული წინაღობის გადალახვა მოუწევს - 2004 წლის ჩემპიონი, საბერძნეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს.დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახონ.ყველას ესმის, რომ თამაში რთული იქნება, განაცხადა საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. როგორც მან აღნიშნა, ყველა მოთამაშე მობილიზებულია და მზადაა მომავალი თამაშისთვის. „ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. მთავარია, როგორ გაუძლებენ ზეწოლას და გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს", - განაცხადა საბერძნეთის მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა.საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან მატჩში იტალიური „ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარება, რომელიც მშვენიერ ფორმაშია - სერია А-ს ბოლო მატჩებში კვარაცხელია რეგულარულად აკეთებს საგოლე გადაცემებს.კვარაცხელიამ ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა - ლუქსემბურგთან მატჩში გერმანული „კარლსრუეს" თავდამსხმელი, 30 წლის ბუდუ ზივზივაძე გამოირჩეოდა. სწორედ მან გაიტანა ორივე მეტოქის კარში.რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, მან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის გუნდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20240325/sanioli-saqartvelo-saberznetis-matchze-287025757.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/17/270724959_0:137:1476:1244_1920x0_80_0_0_70ac70041218208d331946c6bf7f47cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრო 2024: საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება
საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება, რომელმაც ლუქსემბურგის გუნდთან ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ნანატრი ევროპის ჩემპიონატის გზაზე სერიოზული წინაღობის გადალახვა მოუწევს - 2004 წლის ჩემპიონი, საბერძნეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს.
დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახონ.
ყველას ესმის, რომ თამაში რთული იქნება, განაცხადა საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. როგორც მან აღნიშნა, ყველა მოთამაშე მობილიზებულია და მზადაა მომავალი თამაშისთვის.
„ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. მთავარია, როგორ გაუძლებენ ზეწოლას და გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს", - განაცხადა საბერძნეთის მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა.
საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან მატჩში იტალიური „ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარება, რომელიც მშვენიერ ფორმაშია - სერია А-ს ბოლო მატჩებში კვარაცხელია რეგულარულად აკეთებს საგოლე გადაცემებს.
კვარაცხელიამ ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა - ლუქსემბურგთან მატჩში გერმანული „კარლსრუეს" თავდამსხმელი, 30 წლის ბუდუ ზივზივაძე გამოირჩეოდა. სწორედ მან გაიტანა ორივე მეტოქის კარში.
რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, მან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის გუნდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.