https://sputnik-georgia.com/20240326/saeklesio-kalendari-26-marts-287025165.html
საეკლესიო კალენდარი: 26 მარტი
საეკლესიო კალენდარი: 26 მარტი
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა საბინესი; მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა; მოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ქრისტინე სპარსისა... 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T09:00+0400
2024-03-26T09:00+0400
2024-03-26T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527707_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58c41f91065a37ccbc0f0f92f99934e8.jpg
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.წმიდა ნიკიფორე ონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანებაწმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა.846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულებაწმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს. წმიდა მოწამე ალექსანდრეპრესვიტერი იყო თესალონიკის მახლობლად მდებარე ქალაქ პიდნაში, თავისი ქადაგებით წმიდა მამამ მრავალი წარმართი მოაქცია. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მიერ დაწყებული დევნის დროს წმიდანი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.მღდელმოწამე პუბლიათონის ეპისკოპოსი II საუკუნეში ცხოვრობდა. ის წმიდა მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მემკვიდრე იყო.წმიდა მოწამენი: აფრიკანი, პუბლი და ტერენტიეწამნენ პეტრიაში, II საუკუნეში. მათ ხსენებას წმიდა ეკლესია აღნიშნავს 13 მარტსა და 10 აპრილს.წმიდა მოწამე ქრისტიანე სპარსი (IV)ქრისტეს ერთგულებისთვის ხარებს გააქელვინეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240325/saeklesio-kalendari-25-marti-287011548.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527707_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_355f38a93c78630e2bcecdaeb582dcf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 26 მარტი
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა საბინესი; მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა; მოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ქრისტინე სპარსისა; ღირსისა ანინე ხუცისა და წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის ნაწილთა აღმოყვანებას.
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
წმიდა ნიკიფორე ონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება
წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა.
846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.
წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება
წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.
პრესვიტერი იყო თესალონიკის მახლობლად მდებარე ქალაქ პიდნაში, თავისი ქადაგებით წმიდა მამამ მრავალი წარმართი მოაქცია. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მიერ დაწყებული დევნის დროს წმიდანი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
ათონის ეპისკოპოსი II საუკუნეში ცხოვრობდა. ის წმიდა მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მემკვიდრე იყო.
წმიდა მოწამენი: აფრიკანი, პუბლი და ტერენტი
ეწამნენ პეტრიაში, II საუკუნეში. მათ ხსენებას წმიდა ეკლესია აღნიშნავს 13 მარტსა და 10 აპრილს.
წმიდა მოწამე ქრისტიანე სპარსი (IV)
ქრისტეს ერთგულებისთვის ხარებს გააქელვინეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით