https://sputnik-georgia.com/20240326/saarchevno-kodeqsshi-cvlilebebi-zalashi-shevida-287026458.html
„საარჩევნო კოდექსში" სადავო ცვლილებები ძალაში შევიდა
„საარჩევნო კოდექსში" სადავო ცვლილებები ძალაში შევიდა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ვეტოს ერთ-ერთი მიზეზი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება. 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T10:25+0400
2024-03-26T10:25+0400
2024-03-26T10:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კანონმდებლობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286499477_69:0:1449:776_1920x0_80_0_0_24a11b0a7e461a9559f4dce45f820edd.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებას და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას.პაპუაშვილმა დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესი მმართველი პარტიის ინტერესებში ფიქციად გადაიქცევა. ეს ქმნის არჩევნებისადმი უნდობლობის რისკს, რომელსაც ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ცესკოს წევრებს პარლამენტის დეპუტატების ხმების 2/3-ით არ ირჩევენ და ასევე არ არსებობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცესკოს სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება.აღნიშნული ცვლილებები მიღებულ იქნა 2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შაუმდგომლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. შედეგად, უკვე სამი წელია, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერ ხერხდება.ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებს, დასძინა პოლიტიკოსმა.„კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე", - დაწერა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმების ანულირებისა, ხელისუფლებამ თითქმის სამი წელი მისცა ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას იმისთვის, რომ მას ემუშავა.„მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენ არ დავუშვებთ ფუჭ ექსპერიმენტებს. ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა,” - დაწერა პაპუაშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.სადავო ცვლილებებიცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.ახალი ცვლილებების თანახმად, უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელზეც ინიშნება კომისიის წევრი ოპოზიციიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286499477_241:0:1276:776_1920x0_80_0_0_861abb1fef9d03c42b950b1a80bd3d30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
„საარჩევნო კოდექსში" სადავო ცვლილებები ძალაში შევიდა
პრეზიდენტის ვეტოს ერთ-ერთი მიზეზი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/5-ით არჩევის წესის ცვლილებას და ოპოზიციის კვოტით სათადარიგო თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას.
პაპუაშვილმა დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესი მმართველი პარტიის ინტერესებში ფიქციად გადაიქცევა. ეს ქმნის არჩევნებისადმი უნდობლობის რისკს, რომელსაც ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ცესკოს წევრებს პარლამენტის დეპუტატების ხმების 2/3-ით არ ირჩევენ და ასევე არ არსებობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცესკოს სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება.
აღნიშნული ცვლილებები მიღებულ იქნა 2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შაუმდგომლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. შედეგად, უკვე სამი წელია, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერ ხერხდება.
„უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს, მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებს, დასძინა პოლიტიკოსმა.
„კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმების ანულირებისა, ხელისუფლებამ თითქმის სამი წელი მისცა ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას იმისთვის, რომ მას ემუშავა.
„მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენ არ დავუშვებთ ფუჭ ექსპერიმენტებს. ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა,” - დაწერა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებების თანახმად, უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელზეც ინიშნება კომისიის წევრი ოპოზიციიდან.