https://sputnik-georgia.com/20240326/qartulma-partiam-rusetis-prezidents-miusamzimra-287037357.html
ტერაქტი „კროკუსში" - ქართულმა პარტიამ რუსეთის პრეზიდენტს და ხალხს მიუსამძიმრა
ტერაქტი „კროკუსში" - ქართულმა პარტიამ რუსეთის პრეზიდენტს და ხალხს მიუსამძიმრა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T18:00+0400
2024-03-26T18:00+0400
2024-03-26T18:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/18/287005645_285:0:3926:2048_1920x0_80_0_0_cc827b6dd82da3df5dd70bdc0dd9849d.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო პოლიტიკურმა გაერთიანებამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა.მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში“ სროლა და ხანძარი 22 მარტის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა 152-ს შეადგენს.ტერაქტი „კროკუსში”საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. ტერაქტის ოთხივე მონაწილე 23 მარტის დილით ბრიანსკში დააკავეს - ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტერაქტის გამო 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღეს გამოაცხადა. როგორც პუტინმა განაცხადა, საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული, ტერაქტის უშუალო მონაწილეები უკრაინაში დამალვას ცდილობდნენ.რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ორგანიზატორები და დამკვეთები სამართლიან და სასჯელს მოიხდიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/18/287005645_1045:0:3776:2048_1920x0_80_0_0_6632ded17a46cf4cf81f23837e2fadfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები
ტერაქტი „კროკუსში" - ქართულმა პარტიამ რუსეთის პრეზიდენტს და ხალხს მიუსამძიმრა
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო პოლიტიკურმა გაერთიანებამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა.
მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში“ სროლა და ხანძარი 22 მარტის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა 152-ს შეადგენს.
„საქართველოს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს ამ მძიმე დღეებში და გმობს მშვიდობიან მოქალაქეებზე ბარბაროსულ თავდასხმას“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. ტერაქტის ოთხივე მონაწილე 23 მარტის დილით ბრიანსკში დააკავეს - ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტერაქტის გამო 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღეს გამოაცხადა. როგორც პუტინმა განაცხადა, საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული, ტერაქტის უშუალო მონაწილეები უკრაინაში დამალვას ცდილობდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ორგანიზატორები და დამკვეთები სამართლიან და სასჯელს მოიხდიან.