https://sputnik-georgia.com/20240326/opozicia-lgbt-propagandis-akrzalvaze-287038674.html
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: ოპოზიციის პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: ოპოზიციის პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რომლის გარეშეც იგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს. 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T18:27+0400
2024-03-26T18:27+0400
2024-03-26T18:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის და ყოველივე ამის პროპაგანდის აკრძალვას ეხება, ოპოზიციის ნაწილი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ აპირებს განხილვებში მონაწილეობას. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. მმართველ პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რომლის გარეშეც იგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა, უკვე წელს იგეგმება რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან შედარებით გაცილებით კონკრეტული იქნება.საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს თუ არა, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო პასუხი არ გაუცია.საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის".ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.ეს ერთმნიშვნელოვნად წინასაარჩევნო პოლიტიკური თემაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსენა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.„ჩვენ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, დანარჩენი კი ვნახოთ. სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაც მე მაინტერესებს, სპეციალისტების აზრია - რეალურად რა მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე და რა არა?, - განაცხადა ელისაშვილმა.ინიციატივის განხილვის პროცესში ჩართვას გეგმავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", თუმცა, ჯერ უცნობია, პარტიის წევრები გეგმავენ თუ არა ცვლილებების მხარდაჭერას.ინიციატივის განხილვებში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები".საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: ოპოზიციის პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით
მმართველ პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რომლის გარეშეც იგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის და ყოველივე ამის პროპაგანდის აკრძალვას ეხება, ოპოზიციის ნაწილი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ აპირებს განხილვებში მონაწილეობას.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. მმართველ პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რომლის გარეშეც იგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა, უკვე წელს იგეგმება რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან შედარებით გაცილებით კონკრეტული იქნება.
საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს თუ არა, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო პასუხი არ გაუცია.
„ჩვენ ფოკუსირებული ვართ ხალხის რეალურ პრობლემებზე და არა გამოგონილ პრობლემებზე", - განაცხადა „ნაცმოძრაობის" წევრმა დავით ხაჯიშვილმა ჟურნალისტებთან.
საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის".
„ლელო" იქ არის, სადაც არის ქართული საზოგადოების ინტერესები", - განაცხადა „პარტია „ლელოს" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
„ეს თითიდან გამოწოვილი თემაა. პირველ რიგში, უნდათ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, რადგანაც ეს ქართულ საზოგადოებას არ აწუხებს", - განაცხადა დეკანოიძემ.
ეს ერთმნიშვნელოვნად წინასაარჩევნო პოლიტიკური თემაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიხსენა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
„ჩვენ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, დანარჩენი კი ვნახოთ. სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაც მე მაინტერესებს, სპეციალისტების აზრია - რეალურად რა მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე და რა არა?, - განაცხადა ელისაშვილმა.
ინიციატივის განხილვის პროცესში ჩართვას გეგმავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", თუმცა, ჯერ უცნობია, პარტიის წევრები გეგმავენ თუ არა ცვლილებების მხარდაჭერას.
„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირი განზრახვა სწორედ ამ საკითხის შემდგომი პროპაგანდისკენ არის მიმართული... ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ამ პროცესში ბავშვები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ“, - განაცხადა პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
ინიციატივის განხილვებში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები".
„თუ ოდნავ მაინც მოხდება ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვა, ჩვენი მხარდაჭერა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში", - განაცხადა პარტიის ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:
1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.