https://sputnik-georgia.com/20240326/kobaxidze-mjera-chveni-nakrebi-gaimarjvebs-287029715.html
კობახიძე: მჯერა, დღეს ჩვენი ბიჭები ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ
კობახიძე: მჯერა, დღეს ჩვენი ბიჭები ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ
Sputnik საქართველო
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T12:47+0400
2024-03-26T12:47+0400
2024-03-26T12:47+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286501717_50:187:1792:1167_1920x0_80_0_0_bd113abd5b52634dfa35acbe7aae38f4.jpg
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.მთავრობის მეთაურმა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება უსურვა და აღნიშნა, რომ ერთგულ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია.დღევანდელი მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახონ.ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286501717_246:0:1802:1167_1920x0_80_0_0_90b818dfc36356e9a14c97b44e49e7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
კობახიძე: მჯერა, დღეს ჩვენი ბიჭები ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება უსურვა და აღნიშნა, რომ ერთგულ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია.
„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა არასოდეს დაგვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა. ახლა, ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს... მჯერა, რომ დღეს ბიჭები ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა პრემიერმა.
დღევანდელი მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახონ.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.