https://sputnik-georgia.com/20240326/evro-2024-gasvlis0-shemtxvevashi-ramdens-miigebs-saqartvelos-nakrebi-287040454.html
ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში რამდენს გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ?
ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში რამდენს გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ?
Sputnik საქართველო
საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩი „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება 26.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-26T19:00+0400
2024-03-26T19:00+0400
2024-03-26T19:00+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
საბერძნეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/12/286909061_0:296:1351:1055_1920x0_80_0_0_5db2d7074b9c024b583341a018434715.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ევრო 2024-ის ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს.ევრო 2024-ის საერთო საპრიზო ფონდი 331 მლნ ევროა. ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის გუნდს დაუპირისპირდება. ისტორიული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.ბერძნული გუნდის საგულშემატკივროდ საქართველოში 600-მდე ფეხბურთის მოყვარული ჩამოვიდა.საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პორტულაგიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.ტურნირის საგზურები მიიღეს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთისა და შვეიცარიის გუნდებმა. გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. დარჩენილი სამი ადგილი პლეი-ოფის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/12/286909061_0:169:1351:1182_1920x0_80_0_0_50bfc3ab13cde3b3ba102da60e21affd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, საბერძნეთი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, საბერძნეთი , ახალი ამბები
ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში რამდენს გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ?
საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩი „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ევრო 2024-ის ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს.
ევრო 2024-ის საერთო საპრიზო ფონდი 331 მლნ ევროა. ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის გუნდს დაუპირისპირდება. ისტორიული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ბერძნული გუნდის საგულშემატკივროდ საქართველოში 600-მდე ფეხბურთის მოყვარული ჩამოვიდა.
საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პორტულაგიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ტურნირის საგზურები მიიღეს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთისა და შვეიცარიის გუნდებმა.
გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. დარჩენილი სამი ადგილი პლეი-ოფის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.