ექსპერტი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

© photo: Sputnik / Sergey Bobylev / გადასვლა მედიაბანკშიტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში"
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2024
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს რთული ურთიერთობებია, ქართველი ხალხი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, განაცხადა ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში“ სროლა და ხანძარი 22 მარტის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა 152-ს შეადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყნებს რთული ურთიერთობები აქვთ, ქართველი ხალხი მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ დაგმო მომხდარი და მიუსამძიმრა რუს ხალხს", - განაცხადა მეტრეველმა.
ექსპერტის თქმით, საქართველო ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას ახორციელებს.
„საქართველო მრავალი წელია აქტიურად ებრძვის ტერორიზმს და ამის ნათელი მაგალითია ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების თბილისში ლიკვიდაცია. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან ტერორიზმის აღსაკვეთად“, - განაცხადა მეტრეველმა.
ექსპერტმა „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
2017 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს და ისროდნენ მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან. სპეცოპერაცია იბრაჰიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. ჩატაევის კიდევ ერთი თანამზრახველი შოაიფ ბორზიევი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.
ტერაქტი „კროკუსში”
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. ტერაქტის ოთხივე მონაწილე 23 მარტის დილით ბრიანსკში დააკავეს - ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტერაქტის გამო 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღეს გამოაცხადა. როგორც პუტინმა განაცხადა, საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული, ტერაქტის უშუალო მონაწილეები უკრაინაში დამალვას ცდილობდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ორგანიზატორები და დამკვეთები სამართლიან და სასჯელს მოიხდიან.
ყველა ახალი ამბავი
0