19 წლის ქართველმა ათენში სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დანით დაჭრა

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშიМашина полиции Греции
Машина полиции Греции - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2024
გამოწერა
პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ადგილზე დააკავა.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ათენში 19 წლის ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დანით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი ვერსიით, მოძალადის უმცროს ძმას კონფლიქტი ჰქონდა აღნიშნული სკოლის მოსწავლესთან, ნიგერიელ მოზარდთან. სწორედ ეს კონფლიქტი სახელდება სკოლაში თავდასხმის მოტივად.
ნიგერიელ მოსწავლეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, სკოლის დირექტორი კი დანით მუცელშია დაჭრილი.
პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ადგილზე დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0