https://sputnik-georgia.com/20240325/xelisufleba-veting-kontrolis-shemogebis-winaagmdegia-287013580.html
თემა დახურულია: ხელისუფლება „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია
თემა დახურულია: ხელისუფლება „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია
Sputnik საქართველო
„ვეტინგ-კონტროლის" თემა დახურულია, რადგანაც იგი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, აღნიშნეს „ქართულ ოცნებაში" 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T10:25+0400
2024-03-25T10:25+0400
2024-03-25T10:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული სასამართლო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში ე.წ.ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღების თემა დახურულია, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პირობების შესრულებისა და საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა იმ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების თემა დახურულია, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობაა მზადაა „ვეტონგ-კონტროლის" თემაზე ევროკავშირის არგუმენტები მოისმინოს.ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.ვინ არიან მოსამართლეები?სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული სასამართლო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული სასამართლო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
თემა დახურულია: ხელისუფლება „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია
„ვეტინგ-კონტროლის" თემა დახურულია, რადგანაც იგი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, აღნიშნეს „ქართულ ოცნებაში"
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში ე.წ.ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღების თემა დახურულია, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პირობების შესრულებისა და საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა იმ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში.
„ვეტინგის“ საკითხი დახურულია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც საქართველოში უზენაესი კანონია. მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი", - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების თემა დახურულია, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობაა მზადაა „ვეტონგ-კონტროლის" თემაზე ევროკავშირის არგუმენტები მოისმინოს.
ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.