https://sputnik-georgia.com/20240325/wulukiani-gogebashvilis-saxlmuzeumis-sareabilitacio-samushaoebs-gaecno-287014771.html
წულუკიანი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
წულუკიანი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
Sputnik საქართველო
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T16:29+0400
2024-03-25T16:29+0400
2024-03-25T16:29+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_681d5c5a8a3c827e8ef3c90a2addef94.jpg
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო, ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გამოიცვალა პარკეტი, პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა, ამჟამად კი მიმდინარეობს ვიზიტორებისათვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა.სამუშაოების მეორე ეტაპზე სამინისტროს დაფინანსებით იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია.იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია, რომელიც 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. გახსნიდან დღემდე სახლ-მუზეუმი ასიათასობით ადამიანმა დაათვალიერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს მუზეუმს 40 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_209:171:1118:853_1920x0_80_0_0_f398036afdc4e530d5e36df3b86cb863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
წულუკიანი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო, ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გამოიცვალა პარკეტი, პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა, ამჟამად კი მიმდინარეობს ვიზიტორებისათვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა.
სამუშაოების მეორე ეტაპზე სამინისტროს დაფინანსებით იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია.
„მუზეუმში უკეთესი გარემოს შექმნისა და დამთვალიერებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების მიზნით, გაუმჯობესდება ახლანდელი სერვისები, დაინერგება მუზეუმის პატარა სტუმრებისთვის შესაფერისი მომსახურების ფორმები და თანამშრომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია, რომელიც 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. გახსნიდან დღემდე სახლ-მუზეუმი ასიათასობით ადამიანმა დაათვალიერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს მუზეუმს 40 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.
საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.