https://sputnik-georgia.com/20240325/turizmis-administraciam-250-piri-gadaamzada-287014982.html
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა
Sputnik საქართველო
ადმინიტრაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების მიზანი ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესებაა. 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T14:31+0400
2024-03-25T14:31+0400
2024-03-25T14:31+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/13/242611362_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_cb1c6affc8a54c0588a71aacef8ef6a2.jpg
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სასწავლო კურსი „ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” გამართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ტრენინგები თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა. სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის გაიმართა. ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:ადმინისტრაციის ცნობით, „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოკლევადიან სასწავლო კურსებს ატარებს.ტრენინგების მიზანი ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/13/242611362_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f4342427d8484af9c0988533d8c1a7fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა
ადმინიტრაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების მიზანი ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესებაა.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სასწავლო კურსი „ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” გამართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრენინგები თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა. სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის გაიმართა. ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.
„ტრენინგზე ჩვენ გავიგეთ, თუ რა მოთხოვნები აქვს ინკლუზიურ ტურიზმს, რომ ზოგადად წარმოდგენა გვქონდეს სპეციფიკის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავუმასპინძლდეთ შშმ პირებს“, - განაცხადა ტურ-მენეჯერმა ქეთი შუბითიძემ.
ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები;
მისაწვდომი საკემპინგო ბანაკები;
ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში;
ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება;
მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება;
ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის.
ადმინისტრაციის ცნობით, „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოკლევადიან სასწავლო კურსებს ატარებს.
ტრენინგების მიზანი ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესებაა.