https://sputnik-georgia.com/20240325/tavdasxma-tu-megobruli-sakveduri-ra-surs-xelisufpebas-ashsh-287024004.html
თავდასხმა თუ მეგობრული საყვედური - რა სურს ხელისუფლებას აშშ-სგან?
თავდასხმა თუ მეგობრული საყვედური - რა სურს ხელისუფლებას აშშ-სგან?
Sputnik საქართველო
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T20:32+0400
2024-03-25T20:32+0400
2024-03-25T20:32+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832905_0:0:1010:568_1920x0_80_0_0_e654bd0168f509952b62e61def4e8934.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მეგობრულად საყვედურობს აშშ-ის იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის პირდაპირი ფრენები და აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა კი ეს თავდასხმად შეაფასა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.საკითხი იმის შესახებ, რომ მიუხედავად გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისა, საქართველოს და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, პირდაპირი ავიარეისები და შეერთებულმა შტატებმა არ გააუქმა ვიზები, პირველად წამოჭრა პარტიამ „ხალხის ძალა“. მოგვიანებით ეს თემა „ქართულმა ოცნებამ", მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აიტაცა.აშშ-ის მისამართით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შენიშვნები ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეაფასა როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა. მმართველ პარტიაში მას და არაერთ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელ ნაწილს უწოდებენ.„თქვენი წარმომადგენლები, იქნება ეს ხაზარაძე თუ „ნაცმოძრაობის" სხვა წარმომადგენელი, ამას შეერთებულ შტატებზე თავდასხმად აფასებენ. ხაზს ვუსვამ, ეს არ არის თავდასხმა, ჩვენ მეგობრულ შენიშვნას ვაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ნატოს მისიებში, სადაც ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ და სადაც საქართველოს კონტრიბუცია იყო უფრო დიდი, ვიდრე ნატოს სხვა არაწევრი ქვეყნის.მისი თქმით, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან ჰქონდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც შეამცირებს არამარტო რუსეთზე, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე დამოკიდებულებას.შესაბამისად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, არა რუსეთზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან უნდა მოიცავდეს ხელშესახებ შედეგებს, კერძოდ, უვიზო რეჟიმის შემოღებას და შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.აშშ-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუწია 6 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის დახმარება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, თანხის უმეტესი ნაწილი არასამთავრობო სექტორზე მიდიოდა.არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს.ამ დროისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია.საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832905_130:0:922:594_1920x0_80_0_0_cdb8126f226624c10c3ed2dc95a631fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თავდასხმა თუ მეგობრული საყვედური - რა სურს ხელისუფლებას აშშ-სგან?
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მეგობრულად საყვედურობს აშშ-ის იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის პირდაპირი ფრენები და აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა კი ეს თავდასხმად შეაფასა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საკითხი იმის შესახებ, რომ მიუხედავად გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისა, საქართველოს და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, პირდაპირი ავიარეისები და შეერთებულმა შტატებმა არ გააუქმა ვიზები, პირველად წამოჭრა პარტიამ „ხალხის ძალა“. მოგვიანებით ეს თემა „ქართულმა ოცნებამ", მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აიტაცა.
„მეგობარ ქვეყანას მეგობრულად ვსაყვედურობთ და ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ ან რაღაც ვქნათ", - განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ის მისამართით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შენიშვნები ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეაფასა როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა. მმართველ პარტიაში მას და არაერთ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელ ნაწილს უწოდებენ.
„თქვენი წარმომადგენლები, იქნება ეს ხაზარაძე თუ „ნაცმოძრაობის" სხვა წარმომადგენელი, ამას შეერთებულ შტატებზე თავდასხმად აფასებენ. ხაზს ვუსვამ, ეს არ არის თავდასხმა, ჩვენ მეგობრულ შენიშვნას ვაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ნატოს მისიებში, სადაც ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ და სადაც საქართველოს კონტრიბუცია იყო უფრო დიდი, ვიდრე ნატოს სხვა არაწევრი ქვეყნის.
„30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა, 300-ზე მეტი დასახიჩრებული და დაჭრილი გვყავს. რაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, პატარა, თავმოყვარე ქვეყანას, ვაკეთებთ მათ გვერდიგვერდ, მაგრამ შედეგები ჩვენც გვინდა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან ჰქონდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც შეამცირებს არამარტო რუსეთზე, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე დამოკიდებულებას.
შესაბამისად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, არა რუსეთზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან უნდა მოიცავდეს ხელშესახებ შედეგებს, კერძოდ, უვიზო რეჟიმის შემოღებას და შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
აშშ-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუწია 6 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის დახმარება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, თანხის უმეტესი ნაწილი არასამთავრობო სექტორზე მიდიოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს.
ამ დროისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.
2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.